მახსოვს ეგ თემა და მეც უმრავლესობის მსგავსი რეაქცია მქონდა. დაცინვა გადაჭარბებულია, უბრალოდ არ დაგეთანხმეთ. წაიკითხეთ ზემოთ რაც წერია და თავად მიხვდებით იმ თემის აბსურდულობას

თქვენ ალბათ ბოლო 2-3 წლის წინანდელ სიტუაციას აფასებთ
მე კი 14 წელია საჭესთან ვზივარ და შემიძლია უფრო ვრცელი სურათი მოგცეთ სიტუაციის
გაგიკვირდებათ-და ბოლო რამდენიმე წელიწადში (იაპონური მანქანების აქტიური იმპორტის დაწყების და მანქანების რაოდენობის მკვეთრად მომატების) მძღოლების ეთიკა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. ეს შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ მანქანების რაოდენობა, შესაბამისად, არაეთიკური მძღოლების რაოდენობა, პროცენტულად გაიზარდა და უფრო მეტად "ჩანს" დარღვევები. მაგრამ, საერთო სიტუაცია მაინც უცვლელია - თუნდაც იგივე 2003-2004 წლებში გაცილებით უკეთესი სიტუაცია იყო გზებზე ჩემი აღქმით, ვიდრე დღესაა.
გუშინდელთან შედარებით შესაძლოა გაუმჯობესდა, მაგრამ სამაგიეროდ ჯერ კიდევ იმაზე უარესია, რაც ვთქვათ 10 წლის წინ იყო.
დღეს ძალიან ბევრი საგზაო მოძრაობის წესი უბრალოდ დავიწყებასაა მიცემული. მაგალითად:
- ტაქსის მძღოლები, სამარშუტოს მძღოლები, ავტობუსის მძღოლები, სადისტრიბუციო ტრანსპორტის მძღოლები, სხვა კომერციული მანქანები, შსს-ს შკოდები, დაცვის პოლიციის მანქანები, თითქმის არასდროს იყენებენ მოხვევის მაჩვენებლებს;
- რიგში დგომის ეთიკა საერთოდ ოდესმე გვქონდა თუ არა, არ მახსოვს.
- ახლად მოდაშიშემოსული მასობრივი ტრენდი - ჩქაროსნულ რიგში ფარების ანთება. სულ რომ 2342342 კმსთ-ით მიდიოდე, მაინც მოგადგება ვიღაც ნა&*( და ფარების ანთებას დაგიწყებს. აუტანელი უზრდელობაა ეს ჩემი აზრით. თან ფარების ანთებაცაა და ანთებაც - ცვეტამუზიკას რთავენ, უკან მოგაჯდებიან და აშკარად საავარიო სიტუაციას ქმნიან.
პ.ს. არ დაგავიწყდეთ პოლიციის უმოქმედობაც. მალე იქამდე მივალთ, გაი მოგვენატრება. გაი-ს თანამშრომლებში უფრო მეტი მოტივაცია შეინიშნებოდა გზებზე მოძრაობის კონტროლის, ვიდრე ჩვენს დღევანდელ "მოდერნიზებულ" საპატრულო პოლიციაში.
ჰოდა ეს ყველაფერი არ იყო ადრე ასე. გასაგებია რომ ამდენი არც დისტრიბუცია იყო და არც პოლიცია, მაგრამ სამაგიეროდ ვინც იყვნენ ისინი გაცილებით უფრო ეთიკურად იქცეოდნენ გზაზე.
დღეს კი აბსოლუტური უმრავლესობა არაკეთილსინდისიერ მძღოლებს აქვთ აღებული გზაზე. სულ რომ არ გინდოდეს დარღვევა, ქართული მოძრაობის ველური კანონები უბრალოდ გაიძულებენ. მაგალითად, ორთაჭალის ხეივანში შსს-სთან 3 რიგიანი გზაა და შსს-ს სიახლოვეს გზა რკალურად უხვევს და შედის მოედანზე. ამ რკალურ მოსახვევში თუ მესამე რიგში არ დგახარ, შანსი არ არის, რომ შეგარჩინონ შენს რიგში სიარული. მოსახვევში იმის გამო რომ საჭის დაჭერა ეზარებათ ან ნაბოზვრებს აუცილებლად მოგიწევს შენც იგივეს გაკეთება და ქვედა რიგში გადასვლა - იმისათვის რომ გვერდითა მანქანასთან შეჯახება თავიდან აიცილო.
ჰოდა ამ ყველაფერს შენ გაუმჯობესებას ეძახი? გუშინ ხარ დაბადებული და მაგიტომ. ამაშია საქმე და არა იმაში, რომ ვიღაც დაგცინის.