ყველა, ვინც ნარკოტიკების გასაღების უბინძურეს
"ბიზნესში" არის ჩართული, იქნება ეს კერძო პირი,
თუ აფთიაქის ნამუსგარეცხილი მუშაკი, რომელიც
ამ გზით მოპოვებული ჭუჭყიანი ფულით არჩენს ოჯახს,
უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!
ამის მოთმენა უკვე ნამდვილად დაუშვებელია.
და რას ვაკეთებთ ჩვენ - საზოგადოება?
იმის ნაცვლად, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ
სამართალდამცველი სტრუქტურებისგან აღკვეთონ ნარკოტიკებით
ვაჭრობა, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე და მეორეხარისხოვანი საკითხების
მძაფრ განხილვაზე ვართ გადასულები.
ვიღაცეების უნამუსობის და ჩვენი გულგრილობის გამო კი, ახალგაზრდები
ცხოვრებას იმახინჯებენ და ხშირად იღუპებიან კიდეც.
ეს ჩვენი სირცხვილია, ხალხო!
vita brevis...