http://www.vidal.ge/drugs/lyricaეს არის პრეპარატ
ლირიკას ანოტაცია ქართულ ენაზე. ამ პრეპარატს განუზომელი რაოდენობით იღებენ ნარკოტიკული თრობის გამოსაწვევად. როგორ დავიჯერო, რომ მარიხუანას უფრო მეტი გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე ამ პრეპარატს ზომიერი დოზირების დროს. არადა 1 და 2 კაპსულას კი არ სვამენ თრობაში რომ გადავიდნენ.
გვერდითი მოვლენები
9000-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებული კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი:
- თავბრუსხვევა, სისუსტე.
აღნიშნული გვერდითი მოვლენები უპირატესად არის იოლი ან საშულოდ გამოხატული ხშირი გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს
100-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი:
- მადის მომატება
- ეიფორია, დაბნეულობა, სექსუალური გუნება-განწყობის შეცვლა, გაღიზიანებადობა.
- ყურადღების დარღვევები, ინერტულობა, მეხსიერების დარღვევები, ტრემორი, მეტყველების დარღვევები, ჩხვლეტის შეგრძნება.
- მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია.
- ვერტიგო;
- პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი;
- ერექციის დარღვევევბი;
- კიდურების შეშუპება, სიარულის პათოლოგიური სტილი.
- წონაში მომატება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანზე მეტში, არის შემდეგი:
- მადის დაქვეითება;
- შემეცნების ცვლილებები, დაღლილობა, დეპრესია, აჟიტირება, გუნება-განწყობის ცვლილებები, უძილობის გაძლიერება, ჰალუცინაციები, პათოლოგიური
ძილი, პანიკური შეტევები, აპათია;
- სტუპორი, განსჯის უნარის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ბიძგისებური მოძრაობები, რეფლექსების შესუსტება, მომატებული აქტივობა,
თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას, მგრძნობიარე კანი, გემოვნების დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, სინკოპე;
- თვალის სიმშრალე, თვალის შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის სისველე;
- გაძლირებული გულისცემა;
- ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება.
- სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე.
- გაძლირებეული ნერწყვის დენა, გულძმარვა, მიმიკური კუნთების გაშეშება.
- ოფლიანობა, გამონაყარი.
- კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, კუნთების ტრემორი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთების
რიგიდობა.
- მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა, შეუკავებლობა, შარდის შემცირებული მოცულობა.
- სისუსტე, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.
უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 ადამიანში, არის შემდეგი:
- დაბალი წნევა, ხელებისა და ფეხების გაციება, მაღალი წნევა;
- ხველა, ცხვირის გაჭედვა;
- კუნთების დაზიანება;
- მკერდის ტკივილი, მენსტრუალური დარღვევები;
- შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში;
- ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- გულის რითმის დარღვევები;
თუ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ამ ჩანართში ჩამოთვლილი, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.
This post has been edited by Natuka NGN on 7 Jun 2016, 03:03