მერეეე?
ძალიან კარგია წარმატება ამ გამარჯვებისთვის ჩვენ მორაგბეებს.
საქართველო რომ არ თამაშობდეს არც ვუყურებდი მაგარი უაზრო თამაშია თავისი უაზრო წესებით და უაზრო ქულათა სისტემით.
რამდნს ეწყინება მარა რეალობაა რო რაგბი არაა ისეთი თამაში რო ღირდეს მისი ყურება როგორც ფეხბურთია ან კალათბურთი.
თამაშს ვუყურებდი და მეგონა საპრიზო ადგილისთვის ვთამაშობთ.

ამ დროს 9 - ე ადგილისთვის რო თქვეს ცუდათ გავხდი.
კარგია რო რაღაც წარმატებებს ვაღწევთ მაგრამ ესე გაფეტიშება არ შეიძლება რა რაგბი ვერასდროს ვერ იქნება ნომერ პირველი სპორტი ვერც საქართველოში და ვერც მსოფლიოში რადგან სულ 100 - მდე ქვეყანა თამაშობს მსოფლიოში და აქედან პროფესიონალურ დონეზე 30 - მდე
კარგია რაგბი მაგრამ ტყუილად ყრით ფულს ამ ერთ კონკრეტულ სპორტის სახეობაში რადგან რაგბის გარდა უამრავი სხვა სპორტის სახეობებია საქართველოში რომელიც გაცილებით მეტი წარმატებები აქვს და მსოფლიოში ვართ პირველ სამეულში!
უამრავი სპორტის სახეობებია საქართველოში სადაც ბავშვები დახეული ამუნიციით ვარჯიშობენ და საჭმლის ფული არ აქვთ! სირცხვილია მართლა რომ არ ფასდება სხვა სპორტის სახეობების წარმატებები რადგან ისინიც იბრძვიან სისხლს და ოფლს ღვრიან საქართველოსთვის!
თუნდაც ჰოკეი ავიღოთ სადაც ენთუზიაზმის ხარჯზე მიაღწიეს მართლაც წარმოუდგენელ რაღაცეებს და სხვა...
პიარის ხარჯზე კარგია რაგბის როგორც ერთ ერთი და არა ერთადერთი სპორტის სახეობის განვიტარება და იმათ ვინც იბოღმება რომ აი რაგბს რატო აკნინებთო და სხვა...
რაგბს არავინ არ აკნინებს უბრალოთ რეალობაა რომ უახლოესი ათწლეულები გვინდა (საეჭვოა) რომ ბრინჯაოს მედალი მაინც ავიღოთ რაგბში თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის.
საქართველოში არ უნდა იყოს ერთი პარტია ან ერთი სპორტის სახეობა!
მაშინ როდესაც ჭიდაობობების სახეობებს აქვთ ფანტასტიური წარმატებები მართლა ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ან მინიმალური დაფინანსების ხარჯზე? და ასობით მილიონი ერთ ან ორ სპორტის სახეობას? ეს არის სიბოროტე ან სიბრიყვე.
მეტი დაფინანსება იმ სპორტის სახეობებს სადაც რეალური შედეგი გვაქვს და არ შუქდება არ აქვს პიარი როგორც რაგბის მესვეურები აწყობენ პიარს და შედეგიც სახეზეა არაფრის მომგები გუნდი და სპორტის სახეობა რომელსაც დიდ ნაკრებებს შორის მსოფლიოზე ჯგუფიდან გასულიც კი არაა არასდროს.
რაგბის კავშირიდან ხალხი პირდაპირ მთავრობაში ან მინიმუმ ტურიზმის სფეროში და თქვენ ნახავთ რა დონეზე ავა მართველი პარტიის რეიტინგი და მსოფლიოში საქართველოს ცნობადობა ხუმრობის გარეშე ვამბობ.