Dark_Angellატყობ რომ ნაცების ჩრდილიდან ვერ გამოდიხართ? დაიკიდე რა ნაცების დროს როგორი ზრდა იყო. რიგით ხალხს რაში აინტერესებს ეგ? 2-3%-იანი ზრდით ამ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ხოდა ეს არის ათვლის წერტილი და არა ნაცების დროს როგორი ზრდა იყო, და ნაცებთან შედარებით მედიის დამოუკიდებლობა გაიზარდა თუ შემცირდა. გაიარე ქუჩაში, აი სადგურთან და ბაზრობებზე. როგორ ფიქრობ რომელიმეს აინტერესებს ეგ? როგორც იჯდა ის კაცი იმ ტაბურეტკაზე ქუჩაში ეძიკას დროს, ნაცების დროს, ისე ზის ეხლაც. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც წააგეს ნაცებმა ისიც იყო, რომ ამ ადამიანებს რომ უჩვენებ ბათუმს, სიღნაღს, ეუბნება სტატისტიკას მილიონობით ტურისტზე, ტიპს აღიზიანებს, მას ეს არანაირად არ ეხება, ჯიბეზე ვერ გრძნობს. თუ გაეზარდა შემოსავალი, გაეზარდა ხარჯიც. როგორც ნერვიულობდა იმაზე თუ ჭამოს ყოველდღე, რა ჩაიცვას, ისევ ის პრობლემა აქვს.
რომ მოვიდა ივანიშვილი და არწმუნებდა, ნაცები ტისკავენ ბიზნეს, თორემ ისეთი ბუმი იქნებაო, აღმოჩნდა ტყუილი. ვერ გრძნობს ადამიანი ვერანაირად რა შეიცვალა. ხვალ რომ გამოვიდეს ვიღაც დობორჯგინიძე და თქვას, ბიზმეს დედა უნდა ვუტიროთ, გავპრესოთ, ეგენი ღორები არიან და ფული დავახარჯინოთ რომ ეკონომიკა ამუშავდესო, შენი აზრით მოსახლეობის უმეტესობა წინააღმდეგი იქნება? მე თუ თავისუფლად ვსუნთქავ და შემიძლია ხელისუფლებას ვაგინო, მაგრამ მშიერი ვარ, ეგ ჩემთვის დიდი შეღავათია?
ხელისუფლება მაშინ არის მაგარი, როდესაც შეუძლია რეგიონზე სწრაფად განვითარება ისე რომ ვიგრძნო ეს ჯიბეზე. ბოდიში და ძღრენივით თუ ტივტივებს და საითაც დინება წაიღებს, იქით მიდის, ამაში დასაფასებელი რა არის? მოიყვანეს აგერ მაგალითი - აზიური ვეფხვები ისე განვითარდნენ, რეგიონზე ბევრად მეტი ზრდა ჰქონდათ. იგივე ესტონეთი ავიღოთ, შორს რომ არ წავიდეთ, რომელიც თავის რეგიონალურ საშუალო ზრდაზე უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა. ბევრი ქვეყანა შეგვიძლია ვნახოთ აფრიკა-აზიაშიც, რომლებსაც უფრო მაღალი ზრდა აქვთ ვიდრე მეზობლებს. ან თუნდაც მსოფლიოში არსებული საშ. ეკ. ზრდა (საშუალო მაგარი მატყუარა მაჩვენებელია, ხდება მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების გაზავება მაჩანჩალებთან და მერე გამოვა ქუმსიშვილი და მოგვახსენებს რომ თურმე არც თუ ისე ცუდად გვაქვს საქმე)
რეიტინგი ვჭამოთ?
This post has been edited by Asmeta1084 on 13 Jun 2016, 11:14