ხმალაძე ამბობს მემორანდუმი გაფორმდა, მაგრამ კომპანიამ ამის მეშვეობითაც მხოლოდ შესწავლის უფლება მიიღოო
ძალიან ბევრი პროცედურებია გასავლელი ჰესის ნებართვის მისაღებად
პ.ს. ფინანსურად არასაინტერესო პროექტიაოო
მინისტრის მოადგილე ჰესის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან საჭირო მონაცემების წარდგენის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრო შეაფასებს, რამდენად მისაღებია/მიზანშეწონილია ასეთი ჰესის აშენება, დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ კი მას მთავრობას წარუდგენს. ხმალაძის თქმით, „წავკისი ჰესთან“ დაკავშირებით კომპანიას აღნიშნული მონაცემები წარდგენილი აქვს, თუმცა სამინისტროს პროექტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ირაკლი ხმალაძის თქმით, მთავრობის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი, მშენებლობისთვის კიდევ დამატებითი პროცედურების გავლაა საჭირო. ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტომ უნდა განიხილოს, ამის შემდეგ კი უშუალოდ მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო გასცემს.
შესაბამისად, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნული პროცედურები ჯერ არ დაწყებულა და საკითხი ენერგეტიკის სამინისტროდან მთავრობამდეც არ მისულა.
რაც შეეხება პროექტის მიმართ არსებულ პოზიციებს, დღეს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა, იგი იმ სახით განხორციელდეს, როგორც ეს ინვესტორს აქვს გათვალისწინებული, რადგან ფინანსურად არ არის საინტერესო“.
http://liberali.ge/news/view/23160/khmalad...horebit-fiqrobs