სანამდის გააფთრებულ შაკალ ღორებს უხრით ქედს და საერთო ეროვნულ ქონებას და რესურსებს ასხვისებთ თქვენივე დუმილით და უმოქმედობით,
უცოდინრობით და სილაჩრით --- უარესზე უარესი მოიმატებს ყველა მიმართულებით.
როდესაც ეკლესიას ნამდვილი პატრონები მიატოვებენ და ცრუ სალოცავებს დაემონებიან --- ნამდვილს უმალვე ეშმაკნი ეპატრონებიან
და ცრუ სალოცავებთან მოჩვენებითი ბრძოლით --- ორივენი რეალურად ძლიერდებიან.
მტერ-მოყვრის განურჩევლობა ამეფებს უსამართლობას და შესაბამისად უსამართლობის მსხვერპლთა რიცხვსაც.
როდესაც მწყემსნი ცრუ და ვერაგნი არიან --- ფარას სასაკლაოს უფსკრულებისაკენ მიუძღვიან --- ალაფის წილთა სიხარბით.
სათავე მართვისა --- თავია.
ამიტომ უმონებენ თავებს კუჭებს --- სულის და გულის უარმყოფელნი.
ადამიანის ცხვრად მიჩნევა --- მკრეხელ ნელთბილთა უძველესი იარაღია და ღვთის სათნო ნიღბებით შემოსილებანი --- გინდ გარეგნულად და გინდაც შინაგანად.
უბრალო მეთოდით იცნობიან --- ნაყოფნით!
***
,,მათ არათუ სიკეთე არ უწყოდნენ, არამედ უფრო არ უწყოდნენ ბოროტება."
ნაყოფი?
სიკეთე არ იმონებს --- არამედ ათავისუფლებს ადამიანს ბოროტების მონობისგან, რომელთა მრავალსახეობა სარეველებივითაა შერეული სიკეთეს საარსებო სივრცის დასაუფლებლად --- მონათა თავ-ხელების მართვით და უმართავთა ,,დაძინებით", რათა გაღვიძების შემთხვევაში უიმედოებად გარდაქმნან.
მონა ნელთბილები უმეტესად თეისტების და ათეისტების სახელებით მოქმედებენ და მათ შორის ცრუ ომების პროპაგანდით.
ნელთბილების ,,ღმერთი" სასტიკი, ულმობელი და შურისმაძიებელი განმკითხველია და არა --- სამართლიანი სიყვარულით მომქმედი
მსაჯულ-აღმასრულებელი.
***
ამიტომაა თქმული:
მათ ამ წუთისოფელშივე მიიღეს თავიანთივე საზღაური --- მომავლისათვის!
აღმართზე მავალისათვის წინშემხვედრი ქვეით მომავალი ---დაღმართზე მავალია და ეს ცხადია ორივესათვის --- მიმართულებანი გზისა.
ზოგისთვის უფსკრულია მწვერვალი....
უკუღმართი --- იგივ უკუღმა მართულია.
სადაც აღმა მშენებელია --- დაღმა მშენებელიც არსებობს.
***
ერთხელ ითქვა --- ჩამოალაბორანტეს....
სადაა უსამართლობა, თუ ღორულად მოარსებე ადამიანი კვლავ დაიბადება უკვე ნატურალური ღორის სახით და ფიზიკური ფორმით?
დაცემა და ამაღლება = ევოლუციის კიბეს!
***
ბევრი რამ გვწამდა რომ არ არსებობდა, ან არსებობდა --- ეს არ ცვლის არსებობის და არაარსებობის არსს, რადგან ისინი ჩვენამდე და ახლაც არსებობდნენ და იარსებებენ, განსხვავებით არაარსებულთაგან, რომელთაც ჯერ კიდევ არ დაუწყიათ არსებობა, რადგან არსებობას უპირობოდ შემომქმედი ქმნის სიახლის შექმნით --- იგი უპირობოდ უნდა იყოს თანხმობაში არსებულ სამყაროსეულ წეს-რიგთან სინქრონით.
სხვანაირად --- თვითმკვლელობა იქმნება.
ესაა ახსნა იმისა, თუ რატომაა სიკეთის სახელით ჩადენილი უამრავი თვითმკვლელური ბოროტებანი.
ცნება და მცნება სხვადასხვა ფასეულობაა, ისევე როგორც მომხმარებელი და შემომქმედი.
გამოღვიძებული ადამიანი აფიქსირებს თავის ადამიანობას და მკვეთრ სხვაობას არაადამიანებთან.
მარტივად იცნობიან: შენ დაინდობ --- იგი არა.
გამოსავალიც უბრალოა --- მათი ადამიანთაგან იზოლირება.
ინსტრუმენტი?
მართალი მსაჯულება,სამართალი, ციხე და კატორღა!
არ იქმ ამას?
ითარეშებენ დაუსჯელად მგლები ფარებსა და კოლტებში --- წილებით ,,მწყემსებთან".
(ბებეკოს წერილი ჩაქაფულის ქვაბის ფსკერამდე და მდელოზე მონელებული თვით სამეფო კურკლის მოგონებებიდან...)