თუ 25 ივნისს იაპონიის ნაკრები ტესტმატჩში შოტლანდიასთან დამარცხდება, ორშაბათის რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-11 პოზიციაზე იქნება. ეს კი ისტორიული მიღწევა იქნება, რადგან ჩვენი საუკეთესო შედეგი მე-12 ადგილია.
ჩვენს გუნდს მე-10 ადგილზე გადასვლაც შეეძლო, მაგრამ ამისთვის იაპონელების მარცხთან ერთად, ფიჯიზე 15
ქულით გამარჯვება გვესაჭიროებოდა.
მაქსიმალისტი ვარ მაგრამ ეს მაინც შესაძლებელი იყო, 2 საჯარიმო და ერთი გარდასახვა გავაცუდეთ
* * *
////////////////
ფიჯის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ მაკკიმ საქართველოს ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მინდა, საქართველოს ნაკრებს ბრწყინვალე თამაშისათვის მადლობა გადავუხადო. ისინი ბურთს კარგად ათამაშებდნენ. მათ მთელი თამაშის მანძილზე ჩვენი დაჩაგვრა მოახერხეს. აქვე მინდა ერთი რამ დავამატო. გვინდოდა, რომ ივნისში ჩატარებული ყველა მატჩი მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოსთან დავმარცხდით", - დაასრულა ზელანდიელმა სპეციალისტმა.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3