#48124664 · 18 Jun 2016, 09:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლუკ კოფი: ხიდაშელი ვაშინგტონში საქართველოს დიდი დამცველია და მოსახლეობა მის მიერ გაკეთებული საქმეებით უნდა ამაყობდეს ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი
„თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ის ვაშინგტონში საქართველოს დიდი დამცველია და ევროპა-საქართველოს მოსახლეობა უნდა ამაყობდეს მის მიერ საქართველოს მიზნების მისაღწევად გაკეთებული საქმეებით“-ამის შესახებ ვაშინგტონის "ჰერითიჯის ფონდის" ექსპერტი ლუკ კოფი სტატიაში - „მაპი საჭირიოება არ არის, რა შეიძლება შეცვალოს ამ ფაქტორმა საქართველოსა და ნატოსთვის?“, აცხადებს.
ავტორი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებს განიხილავს.
ექსპერტი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბევრი შრომა გასწია ნატოს სამიტისთვის მოსამზადებლად. „მას, შესაძლოა, უფრო მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს, რადგან ეს ქვეყანა არის ენთუზიაზმით აღსავსე, რომელსაც სურს გახდეს ევრო-ატლანტიკური საზოგადოების წევრი, ნატოს წევრი და აკეთებს ყველაფერს მიზნის მისაღწევად. სამიტზე, თავისთავად, მნიშვნელოვანია სწორი გზავნილები გაკეთდეს ქართველი ხალხისთვის. წლების განმავლობაში ქართველები ძალიან დიდი მოთმინებით არიან განწყობილები და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა ნატოში გაწევრიანების მიზნით, სამუშაო კვლავ რჩება. ნატომ უნდა აჩვენოს რეალური დაინტერესება საქართველოს მიმართ და, შესაძლოა, ეს იყოს ნატო-საქართველოს შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, ან განაცხადოს, რომ მაპი არ არის აუცილებელი მოთხოვნა ალიანსის წევრობისთვის“ - აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ ეს იქნება მართებული სიგნალი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, რუსეთისთვისაც.
რესპონდენტი შეიარაღებულ ძალებში გატარებულ რეფორმებზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს. იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის აშშ-ში ვიზიტსაც აფასებს. ლუკ კოფის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ნომერი პირველი სამხედრო პარტნიორი ამერიკაა და, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში და პოლიტიკოსებთან შეხვედრა.
„მან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ის ვაშინგტონში საქართველოს დიდი დამცველია. ევროპისა და საქართველოს მოსახლეობა უნდა ამაყობდეს მის მიერ საქართველოს მიზნების მისაღწევად გაკეთებული საქმეებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოს სამიტთან დაკავშირებით გაწეული სამუშაო. ამერიკის პოლიტიკურ წრეებში ბოლოსდაბოლოს ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიაზე და ნატოს გაფართოების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია, თავდაცვის მინისტრი აქტიურადაა ჩართული ამ დისკუსიებში“, - აღნიშნავს ექსპერტი.
|