#48056511 · 10 Jun 2016, 21:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tb-seli
| QUOTE | | არსებობს იმის დიდი ალბათობა რომ ეს კრება სამომავლოდ გამოცხადდეს ბათილად და ანტიმართლმადიდებლურად, |
მაშ, რატომღა უწოდა ამ ჯერარშემდგარ კრებას ,,წმინდა და დიდი" საქ. სინოდმა?! რაიმე მოვლენის წინასწარვე ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება გონიერებასთან _ სულიერებაზე აღარას ვამბობ _ ახლოს დგას?! * * * tb-seli
| QUOTE | | რუსეთის პატრიარქი რომის პაპსაც შეხვდა |
რისი თქმა გსურთ; _ რომ ასეთი შეხვედრა საშიშია? დიდი ალბათობით, არ გეცოდინებათ ილია II-ის ახლო ნათესავის მონათხრობი: როცა საქართველოში იმყოფებოდა რომის პაპი იოანე-პავლე II, მას პატრიარქმა ხელზე ხელი დაადო იმ სურვილით, რომ პარკინსონისგან განკურნავდა. ამის შემდეგ, _ სტუმარი, სამწუხაროდ, არ გამოჯანმრთელებულა და _ იგივე სენი მასპინძელს შეეყარა (ჯანმრთელობას ვუსურვებ!).
| QUOTE | | კრებას ასევე დაესწრებიან არამართლმადიდებლებიც. უბრალოდ დაესწრებიან მსჯელობაში მონაწილეობას არ მიირებენო რისთვის ესწებიან საერთოდ? |
მართლად მადიდებელს არც რაიმე აქვს დასამალი და არავისი შიშიც უნდა ჰქონდეს, ღვთის გარდა. პირიქით, სიმართლის ღაღადისს რაც მეტი არამართლად მადიდებელი მოისმენს, მით უკეთესი _ გამგონესთვისაც და მთქმელისთვისაც!
| QUOTE | | მაგ კრებაზე ბევრი საეჭვო რამ მოხდება, ეგეთი პირი უჩანს და ამ აფსურდში მონაწილეობა არაა აუცილებელი. |
თუ იცი, რომ შენს ოჯახში (შდრ. სულიერ ოჯახს) ,,საეჭვო რამ ხდება“, მით უფრო არ უნდა დაესწრო საოჯახო შეკრებას?!
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|