ინგლისელები მარტო ვიტრინების მსხვრევაში არიან მაგრები?

მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი ჰოსპიტალიზებულია
10:51 12-06-2016
მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი ჰოსპიტალიზებულია ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს. ინგლის-რუსეთის მატჩის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართა, რუსი გულშემატკივრების ნაწილი იმ ტრიბუნაზე შეიჭრა, სადაც ინგლისის ფანები იმყოფებოდნენ და ინგლისის დროშების დახევა სცადეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბრიტანელების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. ინგლისელი გულშემატკივრების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა.
გულშემატკივრების ქმედებებს უეფა შეიწავლის.
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისსა და რუსეთს შორის გუშინ გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3