giviaროგორ გეკადრება მეგობარო?! არ გცხვენია? რა ოკუპანტი, ეგენი არიან ჩვენი ერთადერთი სულიერი ძმები მთელს გალაქტიკაში..
რომელი ერთი ვთქვა სიდან დევიწყო, 15-ე(!) საუკუნიდან საკუთარი ინიციატივით ეხმარებოდნენ კახეთის მეფეებს..ჯიგრულად, ჰალალალად..
მე-17 საუკუნიდან კახელებთან ერთად იმერლებებიც და მეგრელებიც გააბედნიერეს, ესეც უანგაროდ..
ერთი ქართლელი ტეტია გიორგი 11-ე გამოდგა ღჯუ, ვერ დაინახა რუსეთის ეს სიკეთეები
ან პეტრემ დიდმა, "ქართული სისხლი" რო ჰქონდა 1722-ში განჯის ბრძოლაში რამხელა ლაშქარი მოგვაშველა, თქვენ აზრზე ხართ...?!
თბილისი მაშინ გადარჩა გადაწვას ..რუსები გადაეფარნენ
ან ტოტლებელი ჯიგარსონი ..ამ სიკეთის დავიწყება შეიძლება? ასპინძაში რა იომა მაგ შეჩვენებულმა, ჩვენი ერეკლე იძახდა...ამხელა კაცი ვარ ასეთი ღვთისმოსავი არავინ მინახავსო! იმერელი სალამონიც ეგრე გაოცებული გატოვა..ჯიგარმა..მაგისთვის ალექსანდრე ნეველის ორდერის ჩამორთმევა იქნებოდა? სადმე ასპინძასთან ძეგლი უნდა იდგეს ჩვენ რო ხალხის დაფასება გვიყვარდეს!
ან სამცხე საათაბაგოს მესხეთის დაბრუნებაში რამხელა სისხლი ჩაღვარეს?
რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი სად ტრაკში ვიქნებოდით ახლა? ჩადრებით ვივლიდით! ეკატერინას იმპერატორული უდიდებულესობის მარჯვენას ვლოცავდით , არ გახსოვთ ხუნძარის ომარ-ხანს რა უქნეს რუსებმა ახტალაში? ეგრევე ტრაქტატის მერე? ჯიგრები ტო რა 4 ქვემეხი აგუგუნეს!!
აღას რო ვაფშე კუდით ქვა ასროლინეს, თბილისი არ ააღებინეს და ორთაჭალის აბანოებში არ აბანავეს ის მანიჯი ხანი. ამ ამაგის დავიწყება შეიძლება? და იმპერატორი პავლე რო ვაფშე კანფეტი იყო ტო - დათუნია შოკოლადი
ჯიგრულად დაგვიტოვა სამეფოები, ბაგრატიონთა დინასტია, ნიახურის ველზეც ჩვენთან ერთად გასინჯა ნიახური..
ან ალექსანდრე 1-ის კამისია.არ გახსოვთ კაცო, .კაცურად მიკიბ მოკიბვის გარეშე გვახარა = ვერ გაქაჩავთ დამოუკიდებლებიო ..გაგვირჩიეს ჯიგრულად დეტალ-დეტალ
სიონის ტაძარში კარლ კნორრინგი ცხენით რო შევიდა რა ზეიმი იყო რუსეთთან ფიცის დადების დროს..ამის დავიწყება შეიძლება???
"საქართველოს სამმართველოს" ამხელა ტიტული რო მოგვანიჭეს ...ესეთი სიკეთე ვის გაუკეთებია ბრატ? ან გენერალი ლაზარევი რა თავაზიანად ეპყრობოდა დარეჯან დედოფალს სულ ხელის გულზე ატარებდა..ბაგრატიონებს რა სრასასახლეები მისცეს რუსეთში! ქართლის, კახეთის, იმერეთის გურიის აფხაზეთის სვანეთის მიერთება.. კაზაკების შემოყვანა, სტრაჟნიკები, ეგზარხოსები ეს ხო ჩვენი საუკუნოვანი ოცნება იყო, ჯორჯიან დრიმი ტო
და საქართველოს საეგზარქოსო ავტოკეფალიის ნაცვლად, რაღაცა სოფლურ ენაზე ღვთისმეტყველების ნავლად თანამედროვე რუსულის შემოღება?..ამაზე დიდი პროგრესი ვის მოუტანია ჩვენთვის ტეტია ფარნავაზს??? უნიკალური ხატები, ხელნაწერები, ძვირფასეულობა რო გაიტანეს შესანახად აქ ხო დაიკარგებოდა ეს ყველაფერი...
და 1918-21 ში რა გვინდოდა უმადურებს...ამხელა სიკეთის მერე ღალატი იქნებოდა? 20 წლის შეთანხმება როგორ დავხიეთ და ვუღალატეთ ლენინს ? მარა დროზე მოვიდნენ, გვიშველეს ცელით ხელში ..1924, 1937 ში არ გვიშველეს? რა უბედური ელემენტები მოგვაშორეს..
ან 1941-45 წლებში ყველაზე ცოტა ჩვენ წაგვიყვანეს ომში...თავს გვევლებოდნენ..გვპატრონობდნენ, დროშაც გაგვიყვეს რაიღსტაღზე ასატანი
მერე ამხელა ქარხნები, ქალაქები, მეტრო, ჰესები, დენი, წყალი, განათლებაააააააააააა - ვისი დამსახურებაა?? ჩვენი სულიერ ძმების ბრატ
Грузия давала 99% чая и 95% цитрусов СССР! ამ სიკეთის დავიწყება შეიძლება ? ერთი ჭაჭის ბოთლით რამხელა საქმეები კეთდებოდა, 37 მანათად გასტინიცა რასიაა, რესტარანი არაგვი, ნატაშა, კატიუშა...ლიუბა..
აფხაზეტში და ოსეთში ისევ ჩვენ არ გვეხმარებოდნენ? რამდენი იომეს რომ არ დავშლილიყავით მარა ვაფასებთ ამ ამაგს?
ჩვენი აძმაარებული ღვინო რო აკრძალეს არ იყო ასაკრძალი? ხო გამოვასწორეთ!..ჩვენი ვაჭრუკანები სატვირთო ილებით რო გამოყარეს არ იყვნენ გამოსაყრელები..ანი ჟე პაზორილი რესპუბლიკუ ბრატ?!
რაის ოკუპანტი არ გცხვენია россия наш друг и сосед добрая русская душа მძინარე სამშვიდობოები ჩვენი ძმები და ცხინვალი ვინ დაბომბა? და მშვიდობისკენ მერე ვინ გვაიძულა, ჩვენმა ძმებმა! მზე საიდან ამოდის? ჩრდილოეთიდან,
რა ოკუპანტი ტო...
უმადურები ვართ


умом Россию не понять
Пока не выпита 0,5
а если выпита 0,5
то дело кажется нехитрым
Попытка глубже понимать
Уже попахивает литром