mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#48111538 · 16 Jun 2016, 22:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tb-seli
QUOTE | მე არ გამოვრიცხავ რომ ილია მეორეზე ყოფილიყო თავის დროზე გახსნილი ბარათი კგბ-ში. ამაში უცნაური და გასაგიჟებელი არაფერია, დრო იყო ეგეთი და შესაბამისად შესაძლოა გარყვეული თანხმობაც ჰქონოდათმისგან თანამშრომლობაზე, სხვანაირად შესაძლოა საქართველო საერთოდ პატრიარქის გარეშეც დარჩენილიყო. |
ეს კომენტარი შეიცავს ე. წ. სერგიანელობის ერესს, რასაც ეფუძნება, კიდეც, უკანონოდ აღმოცენებული ,,წითელი ეკლესია“; ასევე, მცირედმორწმუნეობას, რომლის გამოც, სულიწმინდის მიერ არჩეულის ნაცვლად, უარს არ ამბობთ უღმერთოთა მიერ დადგენილ იერარქიაზე _ უფრო სწორად, ცრუიერარქიაზე. სხვათა შორის, ჩვენამდე მოაღწია ხმამ მისი (პატრიარქ ილიას) ახლო ნათესავისგან გამოსულმა, რომელმაც მისდამი შეკითხვაზე _ კი, მაგრამ ღვთისმსახური კაცი უშიშროების აგენტი როგორ გახდიო _ თქვენსავით უპასუხია: ,,დრო იყო მასეთი“... წმ. მამები კი ასე აზროვნებდნენ: ,,დროს კი არა, ღმერთს უნდა ვემსახუროთ!“.
QUOTE | ასევე ვერ ვხედავ რობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქი ეკუმენიზმს ედგა სათავეში. |
მაშ, ,,რა პრობლემაა!“, _ ისევ ჩაუდგეს სათავეში, მერე კვლავ მოინანიოს და ა. შ. თქვენი ასეთი შეხედულება ეფუძნება არა მართლმადიდებლობას, არამედ ვაშამართლმადიდებლობას. ასეთზე წმ. მოციქულთა და მსოფლიო კრებათა კანონები ამბობენ, მღვდლობიდან განიკვეთოსო; თქვენ კი ,,პრობლემას ვერ ხედავთ“...
QUOTE | როდესაც ადამიანი ტავისუფლდება ამ ცოდვისგან და ინანიებს, ის მთლიანად თავისუფლდება მაგ ყველაფრისგან და გამუდმებიტ არ უნდა ხდებოდეს ამის შეხსენება |
ეს, უპირობოდ, ასეა ერისკაცსა და ბერ-მონოზონზე; სამღვდლო ხარისხის მატარებელზე კი იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი ცოდვა ხარისხშივე გამოსწორებას ექვემდებარება.
QUOTE | თქვენ ზუსტად რომ დღევანდელი პატრიარქი არ მოგწონთ დღევანდელი საქმეების გამო. |
დაგეთანხმებოდით, თუკი ,,დღევანდელ საქმეებში“ იგულისხმებდით უმძიმესი ცოდვების მოუნანიებლობასაც, მწვალებლებთან სულიერ ერთობასაც, წმ. კანონების ფეხქვეშ გათელვასაც და საკუთარი მოსაზრებების სულიწმინდაზე მაღლა დაყენებასაც: მსიძავი ბერების (ცოლოსანი ეპისკოპოსების) და პედოფილი, მამათმავალი, მრუში, ორ-სამ ცოლოსანი, ნარკომანი, აღვირახსნილი, მწეველი, ლოთი, მადლით მოვაჭრე, უღირსი, გაუნათლებელი, უცხო ქვეყნის მსტოვარი მღვდლების კურთხევასა და დაწინაურებას _ ნაცვლად განკვეთისა.
QUOTE | მოენანიებინთ ნაციონალებს თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები, დაენებებინათ თავი იგივე რიტორიკას რასაც აქამდე აკეთებდნენ და საერთოდ გამიქრებოდა ზიზღი მათ მიმართ. |
თუკი ერისადმი ფიცმიცემული დამნაშავე პოლიტიკოსები, გამოსწორების შემთხვევაშიც კი, ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდნენ (იმედია, ამაში მაინც მეთანხმებით!), რაღა ითქმის ღვთისადმი აღთქმაგამტეხ მღვდელმთავრებზე, რომელთა მომდევნო საქმიანობას კაცთაგან დაწერილი კონსტიტუცია კი არა, სულიწმიდისეული განჩინება განსაზღვრავს (მგალობლობასა და მედავითნეობაზე მეტი უფლება აღარ ეძლევათ)?!
QUOTE | მე პიროვნულად არავინ არ მეზიზღება, მე თუ ვინმე მეზიზღება მეზიზღება ქმედებების გამო. |
_ არც ცუდქმედებების გამო უნდა გვეზიზღებოდეს; თვითონ ცუდქმედება უნდა გვეზიზღებოდეს, ვითარცა უფალსა და ეფესოს ეკლესიის ანგელოზს სძაგს ,,საქმენი იგი ნიკოლაელთანი“ (გამოცხადებაი იოვანესი: 2,6).
QUOTE | მაგას რა აზრი აქვს როგორ დაგმო მან [პატრიარქმა] ეს ქმედება [ეკუმენიზმი]? მთავარია რომ დაგმო და მთლიანად შეიცვალა შეხეულება. |
ეკლესიაში ყველაფერია განსაზღვრული; მათ შორის დაგმობის გარესახეც (ფორმა). _ ეკუმენიზმი რომ დაეგმო, ეკუმენისტებს უნდა განშორებოდა.
QUOTE | მაინც და მაინც რის გაკეთებას თხოვდი რომ შენი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა? |
აქ მთავარია არა ჩემი და თქვენი, არამედ საეკლესიო კონსტიტუციის, სასულიეროთა კოდექსის მოთხოვნილება.
QUOTE | რომ ეთქვა ეს ცოდვა იყო და არა დანაშაულიო, მერე როგორ ილაპარაკებდი? იმას ხო არ იტყოდი, რომ მან ეს მხოლოდ ცოდვად ჩათვალა და თავს დამნაშავედ არ ცნობსო? |
ცოდვა და საეკლ. დანაშაული სინონიმებია; იგივეს ყოველთვის ვერ ვიტყვით ცოდვასა და შეცდომაზე (შეცდომას გააჩნია, როგორც ზემოთ შევნიშნეთ): რომ ეთქვა ცოდვა იყოო, ცოდვილს განაყენებს კანონი და არა შეცდომის ჩამდენს.
QUOTE | მან ეს აღიარა დანაშაულად საჯაროდ, ყველსათვის გასაგები რომ ყოფილიყო, ხოლო შემდგომ ეს ცოდვად მიაჩნია თუ რად მიაჩნია ეგ უკვე მან და მისმა მოძღვარმა იცის. |
აღმსარებელიც და მოძღვარიც განწესებულის მიხედვით უნდა ხელმძღვანელობდეს. მაგ., ქრთამით მღვდლად ნაკურთხზე (ე. წ. სიმონია) განჩინებულია, რომ ხელდასხმულიც და ხელდამსხმელიც _ ორივე განიკვეთოს; მრუშობაში ჩავარდნილმა მღვდელმსახურმა თვითონვე აღარ გაბედოს წმ. ტრაპეზთან მისვლა ანუ ლიტურღიის აღსრულება; მწვალებელთან თანამლოცველი ერისკაცი უზიარებელ-იყოს, ხოლო ღვთისმსახური _ განეყენოს.
QUOTE | სხვა კომფესიებთან ერთობლივი ლოცვა ცოდვაა და ეს არაერთხელ დაუფუქსირებია სინოდს და ზუსტად მაგ 98 წლის განჩინებაშიც ჩანს და როგორ იძახი რომ პატრიარქს ეს ცოდვად არ მიაჩნიაო? |
თუკი ცოდვად მიაჩნია, იგივე 1998წ-ის შემდეგ რატომ აგრძელებდა საქ. საპატრიარქო ეკუმენისტურ ღონისძიებებში, რომლებსაც ყოველთვის ახლავს თანალოცვა, მონაწილეობას ან რატომღა დარჩა (რჩება) დღემდე იმ საყდრებთან ერთობაში, რომლებსაც ერთობლივი ლოცვა ცოდვად არ მიაჩნიათ?! გეომეტრიაში ნასწავლი გექნებათ ტრანზიტულობის კანონი: თუ ერთი ფიგურა (სხეული) მეორის კონგრუენტულია, ხოლო მეორე მესამისა, მაშინ პირველი და მესამე ფიგურაც ურთიერთკონგრუენტულები არიან.
QUOTE | როგორ შეიძლება ადამიანს რამე შეცდომათ მიაჩნდეს დანაშაულად და ამავე დროს არ მიაჩნმდეს ცოდვად.ძალიან არალოგიკურ რაღაცას ამბობ |
ილია მეორეს საკუთარ თავთან მიმართებაში არც ,,დანაშაული“ გამოუყენებია.
QUOTE | თუ წევრობა დაგმო ეს არ ნიშნავს თვიტ ეკუმენიზმის გმობა? |
საროსკიპოდან შვილების ზემოქმედებით წამოსული თუ აგრძელებს იქ დარჩენილებთან მეგობრობას, ეს ნიშნავს, რომ მან მრუშობა დაგმო? ერთი ფეშხუმიდან ჭამა მეტია, ვიდრე ერთი გობიდან (შდრ. ,,მეგობრობა“, ,,და-ეკლესიები“ და აპოკალიპსური ,,მეძავი იგი დიდი“ _ ,,დედაკაცი, მჯდომარე მხეცსა ზედა წითელსა“, გამოცხ. 17,1-3).
QUOTE | მაშინ რის საფუძველზე დაგმო წევრობა და რატო ჩათვალა ეგ წევრობა შეცდომათ? |
_ ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა“ და ,,ევროპის ეკლესიათა კონფერენციაში“ წევრობა შეჩერდა განხეთქილების შიშით, რისიც (ქვეყანაში რელიგიური განხეთქილების) მაშინდელ (1997წ.) ხელისუფლებასაც აშინებდა (წინადღით, რადიოინტერვიუში ე. შევარდნაძემ შეშფოთება გამოთქვა მოსალოდნელი არეულობის გამო და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად). აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის შეცდომად ჩათვლა კი იყო ერთგვარი ,,სახრავი ძვალი“, რაც მას შემდეგ იქნა გადმოგდებული, როცა ეკუმენისტებთან სულიერი კავშირის გაწყვეტის მოთხოვნაც გაისმა.
QUOTE | ეს უკვე ცილისწამებაა და მინიმუმ ამის დამადასტურებელი საბუთი ან რამე მყტარი არგუმენტი უნდა გქონდეს, წინააღმდეგ შემტხვევაში მსგავს რაღაცეებს აქ არ უნდა წერდე, არ უნდა კადრულობდე. |
ამქვეყნად ორ რამეს ვერ ვიგებ _ ურწმუნოებასა და ცილისწამებას, რაც სიცრუის აპოთეოზია. ტყუილსა და მატყუარას ბავშვობიდან ვერ ვიტან, ხოლო მილიარდი რომ მომცენ, ცილს პატრიარქს კი არა, ანტიქრისტეს ვერ დავწამებ. თუ ზემოდაწერილში ვცრუობდე ან ვმაბრალობლობდე, არ მეღირსოს მიზანი ჩემი ცხოვრებისა _ სასუფეველი!
QUOTE | თუთბერიძე, მინდიაშვილი და მაგათი შაიკა პირიქით მოდერნისტებთან ბრძოლას აბრალებენ და საქართველოს ეკლესიის სიბნელეში ჩატოვების ბრალს უყენებენ, |
დასახელებულნი განეკუთვნებიან ზეგანმაახლებლებს (ულტრამოდერნისტებს), რომლებსაც არ აკმაყოფილებთ საპატრიარქოს განმაახლებლობის ხარისხი. უკიდურესი მემარცხენენი ებრძვიან მემარცხენეებს. არიან უგნური მოშურნენი და ზემოშურნენი (ულტრაფანატიკოსები), რომლებსაც ყველაფერი აბრკოლებთ. უკიდურესი მემარჯვენეები არანაკლები გააფთრებით ებრძვიან მემარჯვენეებს. ჩევენ კი სამეუფეო გზიდან, ოქროს შუალედიდან, რომელსაც ოთხივე ჯგუფი ვერ იტანს, უნდა ვამხილოთ ისინი.
QUOTE | თქვენ მოქმედი მღვდელ მსახური ხართ, განკვეთილი ხართ თუ ვინ ხართ საერთოდ? |
არ ვარ განკვეთილი; თუმცა, განსაკვეთთაგან პირველი მე ვარ!
QUOTE | პატრიარქის ხარისხს უნდა სცეთ პატივი ბატონო |
უპირველესად, სასულიერო პირებმა უნდა ვცეთ პატივი ჩვენივე ხარისხს! ხარისხსა ვხედავ და სიმართლისაგან მეშინის (შდრ.: ,,პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“)!
QUOTE | დღეს პატრიარქი რაში გაბრკოლებთ და რა არ მოგწონთ? |
რამეთუ სახლ სალოცველ უყოფიეს ქუაბ ავაზაკთა (შდრ. მათე: 21,13).
QUOTE | დღეს ხედავტ თქვენ საფრთხეს პატრიარქში? |
_ საფრთხეს ერის მდგომარეობისთვის, რამდენადაც, ბიბლიური ისტორიოგრაფიის მიხედვით, ეკლესიის ცოდვები პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის უზნეობაზე; უზნეობა _ დანაშაულზე და დანაშაული _ სასჯელზე.
QUOTE | რა აუცილებლობაა რომ მაინც და მაინც უნდა გადადგეს პატრიარქი. |
ეს, ყველაზე მეტად, მისი სულისთვის იქნება სასარგებლო.
QUOTE | მხოლოდ წარსულზე საუბარი არასწორია |
უღირსთ ადგენდა წარსულში, აჯილდოვებს აწმყოში.
QUOTE | აგერ პატრიარქის რეკომენდაციით მოხდა სინოდის კრების ჩატარება და შემდგომ იმის დადგენა რომ საქართველოს ეკლესიას არ მიეღო მონაწილეობა მაგ "მსოფლიო კრებაზე" |
თუნდაც, ეს რა იყო: დღევანდელი თავყრილობის ჯერ წინასწარვე ,,წმინდა და დიდ კრებად“ გამოცხადება, მისთვის მზადება და ბოლოს, იქ არწასვლა, ჭეშმარიტების დამოწმებისა და უსჯულოების მხილების ნაცვლად?!
QUOTE | იქნებ ცილის წამება გამოგდით, მაგაზე არ გიფიქრიათ? |
_ ბუნებრივია, მიფიქრია და ბევრიც, მაგრამ ხასიათში მაქვს გაჭრამდე ასჯერ გაზომვა.
QUOTE | ჩამოყალიბდიტ მაინც ჯერ და შემდეგ შეუდექით რამის მტკიცებას. თუ სინოდში ხელის ბიჭები ყავდა და ყავს, მაშინ რაფერ აიძულეს პატრიარქი? |
_ სინოდმა კი არ აიძულა, თქვენნაირმა მოშურნე მრევლმა.
QUOTE | თუ პატრიარქს რამე მოუნანიებელი აქვს დარჩენილი, მაგაზე ტავად პატრიარქი აგებს პასუხს და ეხლა არ მითხრათ გეცოდებათ, მის სულზე ზრუნავთ და ამიტომ წერეთ ამდენი |
თქვენ რატომღა წერთ ჩემზე მეტს?.. წაკითხული გაქვთ წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი ღვთისმსახურთა მხილების აუცილებლობასა და მოვალეობაზე (,,დიდი სჯულისკანონი“, განყოფილება IX, თავი 33-ე)?
QUOTE | ტქვენთვის რა აზრი აქვს პატრიარქს მოუნანიებელი დარცება ცოდვა ტუ არა. მითუმეტეს მოწინააღმდეგე ვარო პატრიარქისო, თქვენივე სიტყვებია და რაში გადარდებთ მისი მოუნანიებელი ცოდვები? |
აზრი არა აქვს, ჩვენი ქვეყნის პირველიერარქი განგდებულია თუ არა ,,მოზეიმე ეკლესიისგან“?! ამ პიროვნებას, უფრო მის საეკლ. თანამდებობას, გავლენა აქვს ჩემს, ცრემლებამდე საყვარელ, მაგრამ სარწმუნოებრივად გაუმეცრებულ და გაცოდვილებულ ხალხზე.
QUOTE | პ.ს. მე არვიცი თქვენ ვინა ხართ და რა გინდათ საერთოდ, მაგრამ თუ თქვენ გულწფელად გჯერავთ იმისი რასაც წერთ, მინდა გითხრათ რომ უფალს მიენდეთ და ყველაფერი კარგად იქნება, რა რეალობაც არ უნდა იყოს |
ამ დღეებში, საქ. საპატრიარქოს ტელევიზიით გადაიცა ინტერვიუ ერთ სასულიერო პირთან, რომელმაც, დაახლოვებით, ასე დაასრულა საუბარი, _ ჩვენი სინოდის ბოლო გადაწყვეტილებას, ყოველგვარი ეჭვისა და კითხვის გარეშე, ყველა უნდა დაემორჩილოს; ნუ გამოიძიებთ, სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება; მრევლის საქმე მხოლოდ მორჩილებააო... გადაცემას ორი ახალგაზრდა უძღვებოდა. არცერთს გასჩენია შეკითხვა, რადგან კომუნიზმის მაშენებელი კომკავშირლებივით, ისინიც დარწმუნებულნი არიან, რომ ,,ყველაფერი კარგად იქნება!“...
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 16 Jun 2016, 23:14
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|