mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#48174318 · 23 Jun 2016, 22:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tb-seli
QUOTE | დავამტავრე ამით ტქვენტან საუბარი |
_ სხვა მკითხველებისთვის განვმარტავ:
QUOTE | პატრიარქმა იცის ამის შესახებ და მიზანმიმართულად აწინაურებს და უღირს მღვდლებს? |
რომც არ იცოდეს, ეს მეორე დანაშაული იქნებოდა, რადგან ვალდებულები ვართ, ვიცოდეთ, ვის ვაწინაურებთ! _ დიახ, იცის მანაც და სხვამაც. მაგალითისთვის მოვიყვან ორ შემთხვევას: ეპ. ზოსიმე შიოშვილი, სემინარია-აკადემიის რექტორი და ლექტორი, 1988წ. მხილებულ იყო (მათ შორის, ჩვენს მიერაც) სოდომურ ქმედებებში; თადეოზ იორამაშვილმა ეპისკოპოსობაში (ბერობაში) მოიყვანა ,,ცოლი“, რომელთანაც შვიდი შვილი გააჩინა. იერარქიაში არსებობს ქიროტონიული უფროს-უმცროსობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ ადრე ნაკურთხ მღვდელმთავარს აწინაურებენ. ამ ორ პიროვნებასთან მიმართებაში კი, წლების განმავლობაში, ხდებოდა პირიქით, მაგრამ ბოლოს, ისინიც მიტროპოლიტებად ანუ ორგზის დაჯილდოვებულად მოგვევლინენ. მაშ, პატრიარქმა თუ არ იცოდა მათი შეცოდებების შესახებ, რატომ თავის დროზე არ აწინაურებდა?! _ რაღა თქმა უნდა, იცოდა (ვარაუდების საფუძველზე არ ვამბობთ). ილია მეორემ გამოიგონა დაჯილდოვება-დაწინაურების ახალი, ,,ჯერარნახული, ჯერარგაგონილი“ სახეობაც: სიკვდილისშემდგომი ,,კურთხევა“. ასე, მაგალითად, დიდი ხნის წინათ მისგანვე (სინოდთან ერთად) მამათმავლობის ბრალდებით განკვეთილი _ აწ, უკვე, ყოფილი ეპისკოპოსი დაასაფლავებინა მცხეთის, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, წარწერით: ,,მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი“; მსგავსადვე, იგივე მიზეზით განკვეთილი სხვა ყოფილი მღვდელმთავარი დაასაფლავებინა თბილისის, წმ. ნიკოლოზის სახელობის, ტაძრის (მტკვრის სანაპიროზე) საკურთხევლის წინ, წარწერით: ,,მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე“; მიტროპოლიტისვე პატივით დაკრძალეს განკვეთილი გაიოზ კერატიშვილიც.
QUOTE | განა სული წმინდის მადლით არ ხდება პატრიარქების პატრიარქად კურთხევა? |
წმ. მამების განმარტებით, სამღვდელოთაგან ზოგი ღვთისაგან იკურთხება და ზოგიც კაცთაგან (მაგ., ქრთამით, ურჯულო ხელისუფალთაგან და მსგავსად დადგენილნი).
QUOTE | იმაშიც ეჭვი გეპარება რომ უფლის ნებით ხდება პატრიარქის კურთხევა? |
უფლის ნება განიყოფა მოსურვეობად და დაშვებულობად.
QUOTE | თუ პოლიტიკოსი ხელისუფლებაშივე მიხვდება ტავის დანაშაულს და გამოსწორდება, მე პირიქით მირჩევნია რომ ესეთი პოლიტიკოსი დარჩეს კვლავ ხელისუფლებში. |
განა, დანაშაულის მიხვედრა დამნაშავეს სასჯელისგან ათავისუფლებს?! დანაშაულიც არის და დანაშაულიც! ვთქვათ, ქვეყნის მოღალატე მხედარი ჯარში უნდა დარჩეს?!
QUOTE | სად გაგიგია ან სად გინხია რომ პატრიარქი ეკუმენისტის მომხრეებს ლობირებდეს ან ფარულად მხარს უჭერდეს. |
ზიარებითი კავშირის ქონა ორივეზე მეტია.
QUOTE | რაღაც წარსულის სტატიებს მიმითითებ, რომელიც ვისი დაწერილია ან საერთოდ დაწერილა კი, ღმერთმა იცის. |
ამის დამწერმა, წესით, უნდა იცოდეს, რომ მითითებულთაგან ერთ-ერთის წყარო საქ. საპატრიარქოს ოფიციალური ორგანოა.
QUOTE | პატრიარქს აბრალებ შეცდომის განძრახ ჩადენას |
ქირურგმა რომ დამპალი ორგანო გაწმინდოს და გაალამაზოს, ესაა შეცდომა თუ ის, რომ ასეთი ისევ ქირურგად _ მეტიც, მთავარ ქირურგად _ იწოდებოდეს?! მან ეს განზრახ ჩაიდინა თუ უნებლიეთ, საავადმყოფოსთან ერთად, გამოძიების დასადგენია.
QUOTE | თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს განძრახ რაღაც იდეა, მას ვეავინ ვერ აიძულებს |
ეს ითქმის იდეურ _ სულმნათ, ამაღლებულ, განათლებულ, თავისუფალ ადამიანებზე და არა ამქვეყნიურ სიკეთეებს დახარბებულ მედროვეებზე.
QUOTE | მსოფლიო კრებაზე არ წასვლაც მაგის მანიშნებელია, რომ პატრიარქი არ არის ლოიალური ეკუმენისტების მიმართ. |
…და სად შეეძლო ამის მინიშნებაც და დამტკიცებაც, თუ არა ასეთ კრებაზე?!
QUOTE | ათონის მთაც და სხვა ეკლესიებიც აგრძელებენ ერთობაში ყოფნას იმ ეკლესიებთან,რომლებსაც თანალოცვა ცოდვად არ მიაჩნიათ. |
მერედა, ეს რა შეღავათია საქ. საპატრიარქოსთვის?!
QUOTE | როლანდ ახალაიაც დააჯილდოვა პატრიარქმა საეკლესიო ჯილდოთი, და ბევრს ეგონა რომ პატრიარქს მოსწონდა ის ქმედებები რასაც ახალაია აკეთებდა წლების განმავლობაში. |
_ ანუ არ მოსწონდა და მაინც დააჯილდოვა (?!).
QUOTE | შენ პირადად გისაუბრია პატრიარქთან ამ საკითხზე? |
მოვიყვან ორ მაგალითს: 1) 90-იან წლებში სულიერმა ძმამ, გაიგო რა, რომ შეხვედრა უნდა მქონოდა ილია მეორესთან, მთხოვა, მისთვის მომეხსენებინა ერთი ეპისკოპოსის შესახებ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმოქმედება შეჩერებული ჰქონდა, მსახურებას მაინც აგრძელებდა. ვუპასუხე: შეუძლებელია, ეს მან არ იცოდეს! დაიჟინა, რომ მაინც მეთქვა. მართლაც, მივმართე პატრიარქს: გეცოდინებათ, რომ ეპ. ქრისტეფორე წამალაიძეს საკუთარი სახლის სამლოცველოში ჰყავს ხალხი შეკრებილი! ,,ვიცი, ვიცი“ _ იყო პასუხი. მკითხველს შევახსენებ, რომ თუკი მღვდლობაშეჩერებული პირი ერთი მსახურების მცდელობასაც კი ჩაიდენს, მაშინათვე უნდა განთავისუფლდეს ხარისხისგან. მესამე ათეული წელია (!), ეს უკანონო მდგომარეობა გრძელდება: ეპისკოპოსს არც ეპისკოპოსობის უფლებას უბრუნებენ და არც ეპისკოპოსობას ართმევენ... 2) თბილისის სასულიერო სამინარია-აკადემიის სტუდენტები პატრიარქმა ილიამ მიგვიღო. ერთ-ერთმა სტუდენტმა _ გ. აროშვილმა ჰკითხა მას, ჩვენი ეკლესია რატომ არ ხელმძღვანელობს ,,დიდი სჯულისკანონითო“. მიუგო: კანონებს რომ მივყვეთ, ყველანი განსაკვეთები ვიქნებით (იგულისხმა იმდროინდელი სამღვდელოება)!
QUOTE | ყველაფერს ესე მარტივად ვერ შეაფასებ, თუ ღრმად არ ხარ ჩახედული და არ იცი, ამა თუ იმ ნაბიჯს რა კონკრეტული მიზნისთვის დგამს. |
_ ანუ ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“?!.
QUOTE | სად აგრძელებს [patriarqi] და სად ნახე ეკუმენისტებთან მეგობრობა? როგორ აბრალებ მას ეკუმენისტებთან და მოდერნისტებთან ერთობას და მეგობრობას? |
ლოცვით-ევქარისტიული ერთობა მეგობრობაზეც აღმატებულია (ზემოთაც ვაჩვენეთ).
QUOTE | პატრიარქი ეკუმენისტების მეგობარი რომ ყოფილიყო, არ მოიწვევდა სინოდის კრებას იმის გასარკვევად წავიდეთ თუ არ წავიდეთ კრებაზეო, |
_ ამის გასარკვევად კი არა, იმის გადასაცემად მოიწვია, რომ არ უნდა წასულიყვნენ...
QUOTE | ადრე პავლეც სავლე იყო და არავის არ შეუხსენებია პავლესთვის რომ შენ სავლე იყავიო. |
ამ კომენტატორს, ზემოთ, ჩვენ თვითონ მოვუყვანეთ მაგალითად, რომ სავლეს, ,,ძველ კაცს“, სავლეობაში ეშლებოდა და არა პავლეს, ,,ახალ კაცს“, პავლეობაში; ანუ ქრისტემდე და არა ქრისტეში; ძველ აღთქმაში და არა ახალში; მდევნელობაში და არა დევნულობაში; ფარისევლობაში და არა მოწაფეობაში; შვილობაში და არა მამობაში; სექტანტობაში და არა პატრიარქობაში.
QUOTE | ეს გამუდმებული შეხსენებები და მხოლოდ წარსულზე საუბარი ნათელს ფენს თუ რაც გაქვს გამიზნული სინამდვილეში და მაგ წარსულზე საუბარს მხოლოდ ინტრიგნობისთვის და ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის იყენებ. |
რამდენიმე თვის წინ, ერთი სასულიერო პირი მსტუმრობდა, რომელმაც მომითხრო შემდეგი: თბილისის, ყოვლადწმიდა სამების სახელობის, საპატრიარქო ტაძარის საკურთხეველში, ლოცვისას, მღვდელი გ. ხარაზიშვილი იგინებოდა. შენიშვნა მივეცი და ჩხუბი დამიწყო. მერე, იქვე მდგომ პატრიარქს შევჩივლე მომხდარის შესახებ და ვუთხარი, რომ თქვენო უწმინდესობავ, მე ამას ვერ მოვითმენ-მეთქი. მან კი მიპასუხა, მე ვითმენ და შენც უნდა მოითმინოო (ცნობისთვის: დასახელებული პიროვნება არის საბჭოთა ,,უშიშროების“ წარმომადგენელი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს საეკლ. დელეგაციებისა და პატრიარქების შეხვედრების საპროტოკოლო ხელმძღვანელობა ევალება. მისი მამათმავლურობის მისანიშნებლად, დიაკვნობაში ქეთინო და მღვდლობაში ჟოზეფინა შეარქვეს).
QUOTE | მეუფე იობი ხო არაა ეკუმენისტი, თანახმა ხარ იობი გახდეს პატრიარქი? თუ ეგეც ეკუმენისტების მეგობარია? |
მეგობარზე მეტია _ სულიერი ძმაა, რადგან ერთი ზიარჭურჭელი ჰკრავთ. სხვათა შორის, ეს მისთვისაც გვაქვს ნათქვამი, რამდენიმე წლი წინ, ჩვენთან სტუმრობისას.
QUOTE | რომ წასულიყვენ [კრებაზე] დარწმუნებული ვარ შემდგომ იტყოდით რომ რისთვის წავიდნენო, თანალოცვებში რო მიეღოთ მონაწილეობა, აბა სხვა რა აზრი ქონდა იქ წასვლასო. |
მათთვის საყოველთაო კრებაზე კი უნდა წასულიყვნენ, მაგრამ არა უწესო თანალოცვაში მონაწილეობის მისაღებად, არამედ პირიქით, ამის მოქმედთა სამხილებლად და სიმართლის საღაღადებლად. განა, მორწმუნეებმა, მით უფრო მღვდელმთავრებმა, რომლებმაც ,,დროულად და უდროოდ“ უნდა იქადაგონ, ასეთი საშუალება ხელიდან უნდა გაუშვან?!.
QUOTE | რა საჭიროა საერთოდ სინოდის კრება თუ არაა მრევლი ვალდებული დაემორჩილოს მას? |
ავტორი ამ ციტატისა, რომელიც შეიცავს პაპიზმის ნაირსახეობას _ ,,სინოდალურ პაპიზმს“, ამავდროულად, მსოფლიო პატრიარქების კრებაზე წაუსვლელობას ამართლებს... მრევლი ვალდებულია, არ დაემორჩილოს არც ადგილობრივ და არც მსოფლიო სინოდს, თუკი ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში არ ემყარებიან წმ. წერილს, წმ. გარდამოცემას, შვიდ მსოფლ. კრებას, ,,დიდ სჯულისკანონს“, წმ. მამათა ერთხმოვან სწავლებებს (,,Consensus Patrum“).
QUOTE | თურმე სინოდის გადაწყვეტილებებში უნდა შეიტანოს ეჭვი მრევლმა და თქვენი მოწოდებების უნდა სჯეროდეთ. |
აქ და ყველგან მთავარია არა ის, ვინ მოუწოდებს, არამედ ის, რას მოუწოდებენ.
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 23 Jun 2016, 22:55
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|