რა უმწეო, საცოდავ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავები მერაბიშვილის გამპრავებლებმა.
ვერც კი ხვდებიან, რომ თავადვე იქცნენ უკვე მერაბიშვილებად და მთლად დაკარგეს სირცხვილი.
დამდგარან აქ და ყალბი, განწირული ხმით ჭყლოპინებენ, სამართალმა გაიმარჯვაო.
თან თავადვე იციან, რა სამართალზეა საუბარი...
ჯერ ერთი, თქვე ,,სამართლიანებო'', არსად წერია, მერაბიშვილი პოლიტპატიმარია
და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთო. ახლა არ მითხრათ, ეს სიტყვა ამას ნიშნავს და
ის კიდევ ამასო. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა მკაფიო და გასაგები უნდა იყოს.
ხოლო რაც შეეხება სასჯელს, შესაძლოა ის 5 თუ 6 თვე გამოაკლდეს და სასჯელი
მაინც ბოლომდე მოიხადოს.ეს ისე, ცნობისთვის, მოჟივჟივეთათვის.
ახლა იმათ გასაგონად, ვინც თავგანწირვით გაჰკივის ამ არაკაცების პოლიტპატიმრად
შერაცხვის გამო ევროპაში ჩვენს არშეშვებაზე. თუკი ამ გარეწრების გამო გვეტყვის
ევროპა უარს ყველაფერზე, აი, ა ს ე თ ი ე ვ რ ო პ ა დასტურ, არცაა საქართველოს ღირსი!
დიახ...
და დადექით ახლა და დაიწყეთ აღშფოთებ-შეშფოთებული კრიახი ჩემს ანტიევროპულობაზე.
სულ დაკარგა აქ ზოგიერთმა თავისი მეობა და თავმოყვარეობა
ჰო, აბა, კაცო, აბა, რა დროს მეობაა, ქვეყანა თავზე გვენგრევა და რუსეთი 40 კმ-შია, არა?
ვჩპ...
და ბოლოს: გასაგებია, რომ თქვენიანია, მაგრამ, მერაბიშვილი და ს ი მ ა რ თ ლ ე?!
ისეთი სუსტები ხართ, რომ მისი დანაშაულის აღიარება სირცხვილად მიგაჩნიათ.
ვინმე ოცნებისტი რომ დააპატიმრონ,
თუკი მართლაც დამნაშავედ ცნეს,
შემირცხვენია ის ქოცი, რომელიც მის გაპრავებას შეეცდება.
მოდექით ახლა და იძახეთ, სტრასბურგმა რახან თქვა, ეგრეაო.
სხვათა შორის, იმავე სტრასბურგმა რა დასკვნა დადო გირგვლიანის ამბავზე, ვინმეს ახსოვს?
და თუ ახსოვს, ერთი, ამიხსნას:
იმ დამნაშავე სისტემის ავან-ჩავანი ვინ გახლდათ, რომელმაც გირგვლიანი აწამა და მოკლა,
შემთხვევით, მერაბაანთ ვანია ხომ არა? და ამის შემდეგ ხდება პოლიტპატიმარი???
აი, როგორ ვენდო ამიერიდან მაგ თვენს ნაქებარ სტრასბურგს?