#50762045 · 13 Jun 2017, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
RadioShackმინუსები ყველაფერს აქვს. დაგეგმვას, ტრამვაის ლიანდაგის აშენებას ფული სჭირდება, შემადგენლობების შესყიდვას და მუდამ გამართულ ფორმაში ყოფნას-ასევე ფული. ცალკე კიდევ ხალხის მომზადება (ვატმანების), მოძრაობის რეგულირება და სხვ.. ესეც არაა უფასო. გარდა ამისა, რელიეფსაც გააჩნია და, მაგალითად, ზემო ვერაზე და ზემო ვაკეში, ასევე, ვარაზისხევში, ცხადია, რომ ვერ გააკეთებ ტრამვაის მაგრამ უნაკლო და უფასო სხვა რა არის, ტრამვაი რომ იყოს? QUOTE | ხომ იყოთქო ტრამვაის პარალელურად, რატომ აღარ არის?
|
ტრამვაი და ტროლეიბუსი სხვადასხვა უბნებში მოძრაობდა თბილისში. სადაც ტრამვაი დადიოდა, იქ ტროლეიბუსი არ დადიოდა და პირიქით. ჩემს ბავშვობაში ეგრე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში.
QUOTE | ეს სიახლეები თვალის ახვევაა და ვერ ხვდებით |
ჰოდა, აგვიხილე მერე თვალი  QUOTE | რაც უფრო დიდია მით უფრო კარგს კიარ ნიშნავს |
ტრამვაის 1 შემადგენლობას გადაჰყავს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე 1 თუნდაც "მანის" ავტობუსს და მით უმეტეს-"ბოგდანსა" და სამარშრუტო ტაქსებს. ხოლო ის, რომ ტრამვაის საკუთარი გზა აქვს და მას ვერავინ აწუხებს, იძლევა საშუალებას, რომ პიკის საათებში 10 წუთში ერთხელ იაროს, არც საცობში გაიჭედოს და სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად გადააადგილოს ადამიანები დიდ მანძილებზე. ახლა რამდენად კარგია და რომელი შეიძლება, რომ იყოს ამაზე უკეთესი-უკვე შენ განსაჯე.
ევროპაში ტრამვაებსა და ავტობუსებს სხვადასხვა და არაგადამფარავი მარშრუტები აქვთ ხოლმე. უფრო ხშირად, ტრამვაის სხვადასხვა ხაზებს შორის მანძილებს ემსახურება ავტობუსები. მიხვალ ტრამვაითი ამა თუ იმ სადგურამდე და გადაჯდები მერე ავტობუსში. უფრო ხშირად, ეს ისეთი ადგილებია, სადაც დაგეგმარების გამო მჭიდროდ დასახლებული და ვიწრო ქუჩებია და ტრამვაისატვის ლიანდაგის აშენება არ გამოდის.
This post has been edited by Solveig on 13 Jun 2017, 20:57
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|