მაგარი თემაა

ჯერ იმ კობახიძის გატანილ კანონს ქალების ნაწილი იცავს, თან კბილებით და პარალელურად იმ კობახიძეს მიიჩნევს პარლამენტიდან გასაგდებად.
კაცო, ეს ქალები რომ აწვებით ფემინისტურს, მაინცდამაინც მთავრობაში და პარლამენტში ითხოვთ კვოტებს?
თუ არმიაშიც, მშენებლობაშიც?
არ გინდათ ყოველი მესამე ტაქსის მძღოლი ქალი იყოს?
არ გაღელვებთ, ყოველი მესამე პოლიციელი რატომ არ არის ქალი?
მესაზღვრე, ტანკისტი, ნადზორი, ტრაქტორისტი?
ხისმჭრელი, ზეინკალი, ხაბაზი? თონეში ჩაყუდება ტეხავს?
სანტექნიკი, დურგალი, მალიარი, მეწაღე?
კაი მეზარება ჩამოთვლა.
იმაზე ვილაპარაკოთ, სად უფრო მეტი ქალია დასაქმებული:
ნებისმიერ ბანკში უმეტესობა ქალია დასაქმებული;
პროკურატურაში უმეტესობა ქალებია;
ნებისმიერ სამინისტროში, ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ სკოლაში, ნებისმიერ არასამთავრობოში თუ სადაც იქნება.
ყველგან ქალებია უმრავლესობაში და პროცენტულად იქ 30% კაცი არ არის.
აი აქ რატომ არ იკლავენ ფემინისტები თავს?
სადაც კი არის ქვეყნად იოლი სამუშაო, ზამთარში სითბოში ჯდომა და ზაფხულში სიგრილეში, ჩვენი გადახდილი გადასახადებით, პროცენტულად რომ ავიღოთ, სარგებლობენ უმეტესად ქალები.
დოვლათი ზოგადად, თუ რამე იქმნება, თუ სადმე იქმნება, ძირითადად კაცის ხელითაა.
შესრულებული მძიმე სამუშაოც.
ომის საშიშროების პირობებში კაცი წირავს თავს, ომში ვალდებულება კაცებს აქვთ მხოლოდ.
ახლა კითხვა, - რა ჯანდაბა გინდათ ამ ფემინისტ ქალებს?
აი რა არ გეყოთ?
ჯერ მოითხოვეთ ქალებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩართვა, ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართვა, ჭუჭყიანი და ნაკლებკომფორტული საქმეების კეთება და მერე მოითხოვეთ სახელმწიფოს მართვაში ჩართულობა.
This post has been edited by omerta on 17 Jun 2016, 07:52