რა თქმა უნდა, ამ მეცნიერებას ჰქვია ამპელოგრაფია
მოლეკულური გენეტიკის თანამედროვე კვლევა დიდი ხანია იძლევა იმის საშუალებას, რომ რომ მოხდეს ნებისმიერი ვაზის ჯიშის ე.წ გაშლა = ორგანული აღწერა, ყურძნის მარცვლის კანის ქიმიურ-ტაქსინომიური დახასიათება, ვაზის სიმწიფის პროფილებისა და ფენოლოგიური განვითარების ფაზების განსაზღვრა ..რაც არის საბოლოო ჯამში დნმ-ის ანალიზი
ძალიან საინტერესო კვლევებია უკვე 2000-იანებიდან მოყოლებული
მაგალითად: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ჯიშები ორ აბსოლუტურად სხვადასხვა გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება
ქართული ჯიში წულუკიძის თეთრა და საფრანგეთის ვასლეს Vasselay კომუნაში (პარიზიდან 200 კმ-ში) გავრცელებული რამდენიმე ფრანგული ჯიში "უახლესი ნათესავები" გამოდგნენ
ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოს "ალადასტური" სინამდვილეში მოლდოვეთიდან წამოღებული ჯიშია...ნამდვილი დასავლეთშია მხოლოდ
ახლახანს საბოლოოდ დადგინდა რომ გურული ჩხავერი და იმერეთსა და ნაწილობრივ აჭარაში გავრცელებული იგივე სახელწოდების ვაზი სულ სხვადასხვა ჯიშებია
დავებს რაც ეხება შირაზის შემთხვევაში დნმ-ით როგორც კი დადგინდა რომ ეს რონას ხეობის ენდემური ჯიშია და არა ირანული, საფრანგეთმა ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა იგივე ავსტრალიას რომელიც ამ სახელით აწარმოებდა ღვინოს..
თუმცა აქ ბევრი ფაქტორია, აკრძალვა ასე მარტივი არ არის, რა თქმა უნდა ავსტრალიასაც შეუძლია აწარმოოს შირაზი მაგრამ უნდა მიუთითოს რომელი ჯიშია, სად მოყავთ და ა.შ
ჩვენთანაც გააშენეს იგივე რისლინგი გერმანული ჯიში ან ფრანგული სოვინიონი, მაგრამ ვუთითებთ რო აქ გაშენებულია და ამას სულ სხვა ფასი აქვს ბაზარზე რა თქმა უნდა
კუსლარხევიTrebuchetჩინებული ჩინი - ეგ ვერსია ეყრდნობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას რომ ჩინური ვაზის მარცვლები ძალიან წააგავს ზეთისხილის ფოთლის ფერს, რომელსაც ქართლში ჩინს ეძახიან.სხვა არანაირი სხვა კვლევა მაგ მიმართულებით არ ყოფილა, მაგ ვაზს ასევე ეძახიან კასპურას, კასპურ თეთრს, არის ყვითელი ჩინურაც რომელიც საერთოდ სხვა ჯიშია..ასე რომ სანამ სერიოზული კვლევა არ იქნება იგივე დნმ-ის ანალიზები ყველა მოსაზრება ვერსიების დონეზე დარჩება
ღვინის ლექსიკონში ჩინურზე წერია რომ "თუ როდის წარმოიშვა ჩინური ქართლის ტერიტორიაზე ან როგორი ევოლუცია განიცადა მან საუკუნეთა მანძილზე, ამის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება" იგივე ჩხავერზეც...ძალიან ბევრ ჯიშზე რომელსაც ჩვენ ენდემურს ვუწოდებთ... კვლევებია საჭირო = ამპელოგრაფია ბოტანიკის ერთ-ერთი უძაანმაგრესი დარგია, მაგრამ ძალიან ძვირადღირებული