მოგვიანებით მივხვდი, სინამდვილეში რა სატანისტებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში შიზოფრენიკი სააკაშვილის ნაცების სახით და გიას მოულოდნელად გაუჩინარების მიზეზიც მაშინ შევიტყვე, როდესაც საქართველოში დაბრუნდა და ურთიერთობა განვაახლეთ.
“ვარდების რევოლუციის” წინარე საარჩევნო კამპანიის პერიოდში გია მაისაშვილს გაუკეთებია ბიზნესპროექტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. 31-ე ქარხნის ბაზაზე უნდა შექმნილიყო “ბოინგების” მომსახურების ცენტრი, რომელიც ერთადერთი იქნებოდა მთელ პოსტსაბჭოეთში.
31-ე ქარხნის მფლობელი კი იყო პანტიკო თორდია, რომელიც შევარდნაძის გუნდის წევრად განიხილებოდა და სააკაშვილს გიასგან მოუთხოვია, _ პანტიკოს არაფერი გაუკეთო, ეგ შევარდნაძის კაციაო. გიას უპასუხია, _ მე ამას პანტიკოს კი არა, საქართველოს ვუკეთებო! იმ ავადმყოფმა, _ საჯაროდ “დაგარტყამ”, ბრიფინგზე ვიტყვი, რომ შენც შევარდნაძის კაცი ხარო. მოკლედ, ისეთი გაწევ-გამოწევა დაწყებულა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, რომ ლამის ხელის გარტყმამდე მისულა საქმე.
ჰოდა, აბა, გიას რას შეჰბედავდა კურდღელი მიშა სააკაშვილი და ისეთი ბნედა დამართნია, პირზე აქაფებულ დუჟს მაია ნადირაძე წმენდდა თურმე...
აი, ამიტომ წავედი უხმაუროდ, რადგან მეც შევარდნაძის ხელისუფლების დამთავრება მინდოდა და ხელი არ შევუშალე, რა ვიცოდი, რომ შევარდნაძე, ამ სადისტებთან შედარებით, ანგელოზი ყოფილაო...
მერე იყო 2009 წლის ე.წ. საკნების მასობრივი პროტესტი, გია მაისაშვილი ამ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო და 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან მი-შა, მი-შას ძახილითა და ვანოს ბრძანებით გია მაისაშვილს შუბლში 10 მეტრიდან დამიზნებით ესროლეს რეზინის ტყვია... და რაც ახლა მას სჭირს, სწორედ იმ ტყვიის ბრალია.
და, აი, მივადექით ორი გვამის მძებნელ ჯალათს:
რამდენიმე დღის წინათ ვანო მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლომ პოლიტპატიმრად გამოგვიცხადა, რითაც დასავლეთმა (წაიკითხე _ აშშ) კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხა სულში ქართველებს.
არადა, სწორედ მიშა და ვანო არიან მთავარი შემოქმედნი იმ 9-წლიანი ფაშისტურ-სადისტური კოშმარისა, როდესაც ჩვენსავე სისხლსა და ცრემლში გვაბანავებდნენ, ბახჩო-სედრაკები გვაუპატიურებდნენ და ა.შ. მათ მიერ ჩადენილ სხვა მრავალ დანაშაულს გია მაისაშვილის მკვლელობის მცდელობაც უნდა დავუმატოთ და პოლიტპატიმარ ვანოს გვერდით უნდა მივუსვათ ბნედიანი სააკაშვილიც.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჯალათი ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარება კი მართლაც სულში ჩაფურთხებაა ქართველი ხალხისთვის. ორი გვამის მძებნელმა ვანომ მისი ბრძანებით ნასროლი ტყვიით გია მაისაშვილის სიკვდილის პირამდე მიყვანისთვის დიდი ხნით უნდა ხეხოს ციხის “ნარები”, მაგრამ საქმეც ის არის, რომ სტრასბურგის სასამართლომ, როგორც, საერთოდ სჩვევია დასავლეთს, ამ შემთხვევაშიც ორმაგი სტანდარტი გამოიყენა. არ გაითვალისწინა სისხლისმსმელი ვანოს მსხვერპლის, გია მაისაშვილის, სავალალო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ცოლი ჰყავს და პროამერიკელია, რადგან მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის”, ანუ აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ გამოდიოდა, მის ჯალათს, ვანო მერაბიშვილს, კი ხელი დააფარა და პოლიტპატიმრად აღიარა _ ის ხომ ამერიკელების ძაღლისშვილია?!
რაც შეეხება გია მაისაშვილზე მოქილიკე პოლიტიკოსებს, _ ცაში დაფრინავსო, რით სჯობიან ცაში მფრინავ იდეალისტებს მუცელზე მხოხავი, მხოლოდ საკუთარ სტომაქზე მზრუნველი ნაძირალები?!
სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი გია მაისაშვილი იმას შესთხოვს უფალს, სამშობლოსთვის დაუხარჯავი არ წამიყვანო, არ მინდა, საფლავში ჩავიტანო ჩემი ცოდნა, ქვეყანას მამსახურეო!
მივმართავ პირადად ბიძინა ივანიშვილს: რობი უილიამსმა უკანალი რომ დაგვახურა, მაგაში მილიონებს იხდით და... ვანო მერაბიშვილის ბრძანებით შუბლში ნასროლი რეზინის ტყვიისგან მიღებული დაზიანებების შედეგად სასიკვდილოდ გაწირული გია მაისაშვილის დასახმარებლად ბანკში ანგარიშია გახსნილი _ იქნებ კაპიკ-კაპიკ საჭირო თანხა შეგროვდეს! _ ეს ისე, ცნობისთვის, რადგან კოაბიტაციით გართულმა შეიძლება არც იცოდით ამის შესახებ...
დავით მხეიძე
http://www.geworld.ge/NEW/?page=view&art=8...-nasroli-tyviit