ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ომარ ქაფიაშვილისთვის ურო რამდენჯერმე ჩაერტყათ - პაპიძის საქმეზე ექსპერტ-კრიმინალისტები დაკითხეს
მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტ-კრიმინალისტის, გვანცა გუჯაბიძის დაკითხვით განახლდა.
ექსპერტმა, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერებას აწარმოებდა, სახლში აღმოჩენილ სისხლის კვალზე ისაუბრა:
"ბინაში, იატაკზე მოწითალო ფერის ლაქა იყო და ეს იმდენად ნათლად ჩანდა, რომ მისი დამუშავება და ხელოვნური ნათება არ იყო საჭირო. სისხლის ლაქა იყო დივნის სახელურზე, თავად დივანი არ დაგვიმუშავებია".
პროკურორმა ექსპერტს ამ წინადადების განმარტება სთხოვა, ექსპერტმა კი დააკონკრეტა, რომ "ეს ხსნარი, რომელიც სისხლის აღმოსაჩენად გამოიყენება აზიანებს ნივთებს და ვერიდებით საყოფაცხოვრებო ნივთები არ გავაფუჭოთ. დივანი არ აგვიწევია, რადგან ვიზუალურად არ ჩანდა, რომ ის იწეოდა. იქვე იდგა პატარა მაგიდაც და იმაზეც აღმოჩნდა სისხლის კვალი. შპალერზე ლაქის მსგავსი არ შეგვიმჩნევია, რადგან ის მოწითალო ფერის იყო და თუ სისხლი ახალი იყო შეიძლება არც გამოჩენილიყო. რაც შეეხება უროს, ის მე აღმოვაჩინე ქუჩის მიმდებარე ნაგავსაყრელიდან. კარის სახელურზე და უროს თავზე იყო სისხლის ლაქები, ასევე საწოლის ქვედა ზედაპირზეც.
ჩვენამდე შემთხვევის ადგილი კინოლოგებმა დაათვალიერეს, ისინი ძაღლთან ერთად მუშაობდნენ, სუნის ანაბეჭდები რომ აეღოთ. კარის ზღრუბლზე სისხლის კვალი დამუშავების შემდეგ გამოვლინდა... სისხლიანი ნივთები ორი სხვადასხვა ნაგავსაყრელიდან ამოვიღეთ, ისინი დაილუქა და საქმეს დაერთო, რაც შეეხება ბავშვის გვამს, ჩვენ გვამებს არ ვეხებით, მაგრამ მას სისველის მსგავსი ლაქა ჰქონდა".
სასამართლოზე დაიკითხა ექსპერტი ელენე ჭითანავა, რომელმაც გვამები გამოიკვლია.
თორნიკე ქაფიაშვილს გამოკვლევით დაუდგინდა ბრონქიტი და ქრონიკული ტოვნილიტი, ანუ გარკვეული სახის ალერგიული ფონი, თუმცა მძიმე პათოლოგია ბავშვს არ ჰქონია.
დაკითხვისას ექსპერტ ელენე ნაჭყებიას კითხვით ნაფიცმა მსაჯულებმა მიმართეს. ისინი დაინტერესდნენ, რამდენჯერ შეიძლება ჰქონოდა ქაფიაშვილს ურო დარტყმული, რაზეც ექსპერტმა თქვა, რომ პირველად ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში, იმის დადგენა ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მისთვის ურო რამდენჯერმე ჩაერტყათ.
http://www.kvirispalitra.ge/justice/30328-...dakithkhes.html