მაგარი სალუსტრაციო თემა დაიბადა....
ულამაზესი გოგო, 20 წლის, თითქმის 50 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული, რომელიც რატომღაც მთელმა თბილისმა დაიტირა და დიდი პატივით დაკრძალა
დედოფალივით...
რა ბოღმა და შურიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ამბავი უაზრობად მიიჩნიო,
ამდენ ხალხს ცილი დასწამო, რომ თითქოსდა ძველი გოგო და ნარკომანი შავი გაგების 20 წლის გოგო უმიზეზოდ დაიტირა...
არ იყო ლამაზიო, რა გაუკეთებიაო, ვინაოო, რას წარმოადგენდაო და რას გვახსენებთ იმ არარაობასო...ნარკომანს და უხსენებელსო...
მიცვალებულისაც კი შურთ და ვერ აცნობიერებენ გვამში ჩამჯდარ სიბოროტეს...
ასეთი განწყობანი სტანჯავთ იმათ, ვინც წინათგრძნობით გრძნობს, რომ უკვალოდ გაქრებიან ამ ქვეყნიდან და არც არავინ დაიტირებს გულწრფელად და არც გაიხსენებენ არასოდეს.
ადამიანი ხსოვნით ცოცხლობს და ცხონდება იმ სიყვარულით, რაც აქ დატოვა და .ხალხს არასოდეს შეუყვარებია და არ დაუტირებია მასობრივად ვინმე უღირსი.
გარდაცვლილს ვერ პატიობენ იმ იშვიათ მშვენიერებას რაც მას გამჩენმა უწყალობა და იმ სიყვარულს, რასაც მას ხალხი უანგაროდ მიაგებს და ხსოვნაში
ინახავს.
ხომ მშვენიერია ჯვარი, სვეტიცხოველი და სხვანი?
კი.
განა ადამიანი უფლის ტაძარი არაა, მითუმეტეს თუ უნაკლოს და გამორჩეულს
მშვენება-სილამაზეს მიანიჭებს?
განა ამ სილამაზის დანგრევა სამწუხარო არაა --- გინდ ადამიანის აგებული ;ტაძრისა და გინდაც უფლისა?
რომელი.არს უმეტესი?
რა უნდა მოესწრო ჯერ 20 წლისას, გარდა იმისა რაც ებოძა სრულქმნილებად და
მხილველებს აოცებდა უფლის შემოქმედების სილამაზე?
ვის სურს ამგვარი მშვენიერების ლაფში ამოსვრა?
ფილმ ნატვრის ხის ფინალში სესილიას უსიტყვო კითხვა საკმაოდ დიდი კითხვაა ყველასათვის...იშვიათია ასეთი ტევადი კითხვა ვინმეს ასე ცხოველად გამოეხატოს სილამაზის და მშვენიერების უსამართლოდ განადგურებაზე.
ყოველგვარი ბოროტების სათავე შურია და მისგან მოედინება ცოფიანი
სიძულვილის მღვრიე მდინარე.
მაცხოვარმაც ამხილა ,,ისინი"...უცხონი --- უმიზეზოდ მომიძულეს.
***
რა დაგიშავათ იმ განუმეორებელმა გოგომ? --- ნათელ ეყოს!
ხალხმა ქედი მოუხარა უფლის ულამაზეს ქმნილებას და სიყვარულით გამოეთხოვა
უკვე დაკარგულ განუმეორებელს, რომელნიც იშვიათად იბადებიან ამ ქვეყნად.
აქაც დაიწერა --- მსგავსი სრულქმნილება აღარ მინახავსო და იგივე მრავალს უთქვია და ამბობს.
****
მიზეზნი სხვაგანაა ამ ყველაფრისა...
კითხვა ისმის:
როდისმე, სხვა დროს აქ გახსნილა კონკრეტულად თემა მედიკოზე?
***
შენიშვნა:
მიშა და ბიძინას გაყვირიან აქ სულ და ერთი სულ 8 წლითაა ჩემზე უმცროსი და მეორე უფროსია ორი წლით და ბებერნი არიან?
This post has been edited by triumpi on 17 Jun 2016, 03:29