თქვენ მაინც რა გიშლით ხელს.მე რომ იქ ვყოფილვიყავი ,აქამდე 1000-ჯერ შევხვდებოდით ყველა უნბესიტოლოგი...

ჩემი ლეგენდარული ლეღვის ჩრდილში.
აააჰ,მოგონებები,მოგონებები...
მე ჩემებს მოვიგონებ-საულ კახიანი,თენგიზ ონიანი,ლევან ყანჩაველი,ბორის ლომსაძე-
მართალია,ბორიაზე ამბობდნენ, "ონ ვ ნაუკე კაკ სლონ,ვ ხრუსტალნამ მაგაზინე",მაგრამ თანამედროვე აპარატურით აღჭურვა
ბიოფიზიკის ლაბორატორია,მიიზიდა ახალგაზრდა,გონიერი ლექტორები-მურად ცარციძე,დევი უგრეხელიძე...
მიიზიდა გონიერი სტუდენტები...საინტერესო და პრესტიჟული გახადა ფაკულტეტი,ახალი დარგი.
ფიზიოლოგი-თემო იოსელიანი,ადამიანი-ერუდიცია,

მაშინ,მისგან გავიგე პირველად იოგებზე და დავინტერესდი...
მოკლედ,სულ ნარჩევები,სულ კარგები...თუ გონიერებით,თუ ზრდილობით,თუ გარეგნობით...
ისე,ბიო/ფაკი,ისევე,როგორც უცხო ენების,ცნობილი იყო ლამაზმანებითაც.
რა ვქნა,ძალიან მიყვარდა/მიყვარს,როცა ადამიანში კომბინირებულია ყველა დადებითი თვისება!
70-იანებზე გისაუბრიათ,ნუ რა დავამატო,ეს საუკეთესო წლები იყო ჩემთვის,ახალგაზრდულ/სტუდენტურ/უდარდელი...
არც მოკლე კაბის ჩაცმის პრობლემა მქონია,არც შარვლის,არც დასავლური როკის მოსმენის პრობლემა, ჩემი უახლოესი ნათესავი მარაგდებოდა უახლესი ფირფიტებით...საიდან,როგორ-ეს სხვა საკითხია.
როკ/ოპერა-jesus christ superstar,pink Floyd-ეს ხომ შოკი იყო.....
ჰოო,მინი კაბაც მეცვა,შარვალიც,არავის შევუჩერებივარ,არავის მოუყენებია შეურაცხყოფა,უნივერსიტეტის არც პირველ,არც მეორე,არც მესამე კორპუსში.
საინტერესო ის იყო,როცა უეცრად,მინიდან მაქსიზე გადავედი,მაღალ პლატფორმიანი ფეხსაცმლით,მოსკოვის დიდი თეატრის წინ ნაყიდით,

მაშინ წამოუძახიათ -რას დაფართხალებო.

არა და კაბა იყო ულამაზესი,საგამოფენო,საბჭოთა მოდის მეფის,ზაიცევის.

ანუ,მინი უფრო მისაღები ყოფილა?!
რაც შეეხება მედეას,კიი,ვიცოდი ვინმე ასეთი,ულამაზესი გოგონას არსებობაზე...ათასგვარი ჭორი...სიმართლე გითხრათ,ღრმად არასოდეს დავინტერესებულვარ,არც მე ,არც ჩემი წრე...
სხვა ფიქრები გვქონდა,სხვა საზრუნავი...გვეგონა,ბიოლოგიას,ბიოფიზიკას "გადავატრიალებდით"...
მაგრამ,"увы и ааах"...აი,მაშინ მიმოვიხედე...მაშინ შევეჯახე საბჭოთა სისტემის სიყალბეს...
შემდეგ,ცოტა მოგვიანებით,როცა სისტემის შუაგულში აღმოვჩნდი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,უფრო ცხადად დავინახე სისტემის მთელი ავ/კარგი,აწ უკვე შიგნიდან!
არა და,ხომ საინტერესოა,რატომ ასცდა,რა მიზეზით ეს მომხიბლავი გოგონა ცხოვრების გზას?!
სად იყო თვითგადარჩენის ინსტინქტები?!
სად იყო თბილისი,თბილისელები,ნაცნობ/მეგობრების ასეთი ფართო წრე ჰქონია...
ვინ იყვნენ,რატომ ვერ გადარჩა/გადაარჩინეს?!ჰოო,საინტერესოა.
60-იანი წლები უფრო რთული იყო,თავისუფლება უფრო შეზღუდული?!