ეხლა უკვე სერიოზულად გეკითხები და რუსეთში საერთოდ ნამყოფი ხარ? სად ნახე ტყუილი?
სიტყვა ხელმოწერა შეიძლება თავიდან გაუგებრად ვიხმარე, მაგრამ თუ თემას კითხულობ შემდეგ დავაკონკრეტე რასაც ვგულისხმობდი.
პეტერბურგში ერთი ცხოვრობს, გორს ვეძახით. 1988 წლიდან აქ არის და რუსულ ენაზე ძლივს ლაპარაკობს, წერაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ხოდა თუ არ იცნობ აქვე აგიხსნი, ხელმოწერისგან მარჯვნივ, სადაც ბლანკზე იბეჭდება ინიციალები, უნდა იყოს არა Мария Шевченко არემედ Шевченко М.А. (Шевченко Мария Андреевна) მამის სახელის ინიციალი. რაც შეეხება თანმიმდევრობას, გვარი, სახელი და მამის სახელი.
დახედე ამ სურათს და მიხვდები რაზე ვლაპარაკობ.
კი დაინტერესება სერიოზული მაქვს, ფული უნდა ჩამერიცხოს ალფა-ბანკში გახსნილ ანგარიშსზე.

გავაგრძელებ კითხვების დასმა რომ არ მოგიწიოს. საქართველოს მოქალაქეებს რომ თავი გავანებოთ, гражданину Российской Федерации Давиду Карселадзе აქაც მამის სახელის გარეშეა, კაი აქაც გამორჩათ მამის სახელის ხმარება. გავაგრძელოთ, სადაც ახსენებენ Давиду Карселадзе შემდეგ უნდა მოყვებოდეს პაპორტის ნომერი და ა.შ..
ეს ცნობა ისეთი ადამიანის დაწერილია, რომელიც გარტყმაში არ არის, რომ რუსეთში დღემდე ხმარობენ მამის სახელს.
კარგი გავაგრძელოთ, ბეჭედს თუ დახედავ, ეს არის სათაო ოფისის ბეჭედი, ბევრი ფიქრი რომ არ დაგჭირდეს აგიხსნი, 1. ალფა-ბანკის სათაო ოფისი არ აწარმოებს არც ფიზიკური და არც იურიდიული პირების მომსახურებას. 2. ამ დონის ცნობაზე ხელს არასდროს არ აწერს ბანკის ტოპ-მენეჯერი (რომ არ დაიტანჯო ფიქრით რა შუაშია ტოპ-მენეჯერი, დახედე ხელისმომწერის თანამდებობას და ამის შემდეგ გაეცანი ბანკის წესდებას და თანამშრომლების უფლება-მოვალეობებს) ფილიალებშიც კი, ფილიალის მმართველი არასდროს არ აწერს ხელს ასეთ ცნობებს. მაქსიმუმი თუ საოცრება მოხდა მოადგილემ მოაწეროს, ეს ფუნქცია ეკისრებათ ოპერაციონისტებს და განყოფილების (განყოფილების და არა ფილიალის) უფროსის მოადგილეებს.
ამის მერეც თუ ვერ გაიგე, რატომ არის ეს საბუთები ყალბი, აზრი არა აქვს ახსნას, ვერასდროს ვერ გაიგებ.