„საქართველოს ონკოლოგთა ასოცოიაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ასოციაციის წევრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
დაწვრილებით, იხ. ბმულზე
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=12746მარჯვნივ, მწვანე უნიფორმაში, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფ. ვლადიმერ კუჭავა შევიცანი.
ცხოვრების არაჯანსაღ წესზე(ც) ითქვა აქ ორიოდ სიტყვა და ამიტომაც მიმაჩნია საჭიროდ ამ ინფორმაციის დადება.
ჩემი აზრით, სიგარეტის მწეველთა რიცხვი, ჩემი ჯეელობის პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა. ქალებში და მოზარდებში - განსაკუთრებით.
ასევე - ეზოებში, სპორტული მოედნები თუ უბრალოდ, სპორტული აქტივობისათვის სასარგებლო სივრცე შეავიწროვეს გარაჟებმა და ავტომანქანებმა.
თუ ბავშვები ბურთს მაინც გააგორებენ ეზოში, რაც არ უნდა ფრთხილად იყვნენ, ბურთი მანქანას მაინც მოხვდება და არის მერე ერთი კამათი და ყაყანი მეზობლებში
ერთი კალათბურთის ფარი იდგა ჩვენს ეზოში. ვიღაცას რგოლი მოუძვრია ფარიდან. ცარიელი ფარია დარჩენილი. - სამაგიეროდ, მანქანებს უფრო მშვიდად აყენებენ.
თუმცა, ეს სხვა თემაა და სხვა დროს უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, ამჯერად კი უპრიანია, ონკოლოგებს მოვუსმინოთ.
აფთიაქების ამბავიც ნუ გეგონებათ მთლად ღადავი.
უბრალოდ, პრობლემა კომპლექსურია და ბევრი კომპონენტისაგან შედგება.
This post has been edited by crocodile on 22 Jun 2016, 00:18