Paata Kourdadze
1 hr ·
დღეს საღამოს ახალი ამბების გამოშვებაში ერთ 25 წლის გოგოსთან ინტერვიუ გადასცა France 2-მ, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიდან ერთერთი პარლამენტარის ასისტენტთან, რომელიც, როგორც ჩანს ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის აქტივისტი პარტიზანი იყო, მგონი კამპანიის ერთერთი საზოგადოებსტან ურთიერთობის თანამშრომელი. მოკლედ ფრანგი ჟურნალისტი ეკითხება, რატომ გახდით ასეთ ადრეულ ასაკში ევროსკეპტიკოსიო?
როგორც აღმოჩნდა, ამ გოგოს კარგა ხანს უმუშავია ბრუსელში - ევროპარლამენტში ასისტენტად. ბევრი მოგზაურობა მიწევდა და ჩემი თვალით ვნახე თუ როგორ უჭირს ხალხს ევროპაში, რამდენი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ... განსაკუთრებით სამხრეთ ევროპაში.. და ეს იმ დროს როდსაც ევროკავშირის ათიათასამდე ჩინოვნიკს ბრიტანეთის პრემიერზე მეტი ხელფასი, უფასო მოგზაურბა, საცხოვრებელი, შვილების განათლება, საჭმელ სასმელი აქვთ და თან გადასახადებსაც არსად იხდიანო… მოკლედ უსამართლობის შეგრძნებამ გადამხადა ევროსკეპტიკოსი და მერე მოწინააღმდეგეო… რა გინდა უთხრა? უძახე პოპულისტი და იყავი - ტყუილს რას ამბობს მეტქი ჩემს Tავს ვეკითხებოდი რომ ვუსმენდი.. პოპულიზმსაც ჭირდება საკვები, რასაც ევროპული ბიუროკრატია უხვად იWლევა სამწუხაროდ
ამ ამბავმა ქართული ფეისბუქის გარიჟრაჟზე ჩემი და თამარა ჩერგოლეიშვილის ერთი პატარა დისკუსია გამახსენდა -ალბათ 2009 ან 10 ში. მაშინ ჯერ კიდვ მიტანდა ასე თუ ისე

ჩემს სტატუსებზე ზომიერად იაზვურ კომენტარებსაც კი ტოვებდა

ეს ის პერიოდია, როდესაც ნაციონალები ლიბერტარიანულ “გაგებას” (და არა იდეოლოგიას) ბოლომდე და დაუნდობლად “აწვებოდნენ”. ახალი გახსნილი ჟურნალ “ ტაბულას” სარედაქტოროდ სტრასბურგიდან მოწვეული ჩერგოლეიშვილი, ფაქტიურად დღე არ გავიდოდა, რაიმე იდეოლოგიურად გამართული სტატუსი რომ არ დაედო იმის შესახებ, რომ ყველაფერს ბაზარი უნდა არეგულირებდეს და განსაკუთრებით კულტურას. ძალიან უყვარდა საფრანგეთის მაგალითების მოშველიება - სადაც მანამდე რამდენიმე წელი იმუშავა (სტრასბურგში - ევროკავშირში) , თუმცა უნდა გითხრათ მის მაგალიტებს რომ ვკითხულობდი, მეგონა რომ ან მე არ ვცხოვრობდი საფრანგეთში , ან ალზასი და შესაბამისად სტრასბურგი გერმანიას დაუბრუნდა

მოკლედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საწყალ ფრანგ მხატვრებს, არტისტებს, მსახიობებს... დაესხა თავს - ერთი კვირა იმუშავებენ და მერე ორი წელი სახელმწიფო სისხლს წოვენ, დააქციეს ეკონომიკა, მუშაობა აღავის უნდა! გადასახადების გადამხდელების ფულს ჭამენ ეგ მუქთახორები ეგენიო! მერე ირონიულად წაიტრაბახა - საშუალო სტატისტიკურ ფრანგზე ხუთჯერ მეტი ხელფასი მაქვს, აქ უვადო უხელფასო შვებულებით ვარ ჩამოსული ჟურნალის ფეხზე დასაყენებლად და როცა მომინდება თუნდაც წლების მერე ისევ აღმადგენენ ჩემს პოსტზე ზუსტად იგივე ხელფასითო.. მოკლედ მაგრად გავბრაზდი. ჯერ ერთი უამრავი ჩემი მეგობარი არტისტის ნაცვლად, რომლებსაც შეურაცყოფა მიაყენა მუქტახორების ძახილით, მერე კიდევ იმაზე რომ ამდენი წელი ქვეყანაში ცხოვრობდა და აბსლუტურად წარმოდგენა არ ქონდა იმაზე რაზეც ლაპარაკობდა - მოკლედ კომენტარი დავუწერე - ავუხსენი, რომ სინამდვილეში ერთი კვირა კი არა დაახლოვებით ექვსას საატამდე თუ არ იმუსავა წელიწადსი ისე არავინ არაფერს არ მისცემს მეთქი და ასეთი რაღაცეები..მერე სევეცადე ამეხსნა, საფრანგეთისთვის არტისტების დახმარება ტრადიცია და კულტურაა, სწორედ ამიტომ არის ეს ქვეყანა ასეთი ლამაზი და კულტურული მეთქი.. ბოლოს დავუმატე - პარაზიტები სტრასბურგში, ევროსაბჭოში მოიკითხე, აი თქვენ ნამდვილად ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულით გრიალებთ, დუტი ფრი ცხოვრება გაქვთ და ტან კიდევ აქეთ დაგვცინით რომ ჩვენს მათხოვრულ შემოსავალზე ხუთჯერ მეტი შემოსავალი გაქვთ, და იმ ქვეყანს რომელშიც ცხოვრობთ კაპიკს არ უხდით მეთქი.. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ამ ნაწილში მოულოდნელად ნაწილობრივ დამეტანხმა, მართალი ხარ სტრასბურგში მართლა პარაზიტები მუშაობენო.

მოკლედ მაშინ ჩემს ცოლს მოვუყევი ამ დისკუსიის ამბავი და ისე გაცოფდა.. სულ ცეცხლებს ყრიდა.. გეუბნებით მაშინ ვინმეს რეფერენდუმი რომ ჩაეტარებინა საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლაზე შეიზლება გასვლისთვის დაეჭირა მხარი… მას შემდეგ ევროპულ ბიუროკრატიას საერთოდ გაუვიდათ თავს… ხანდახან მათი დელეგაციების რაღაც დაუმთავრებელ სიფათებს რომ ვხედავ ქართულ ტეოევიზიებში, საკუტარი პერსონის ღირსების სრული სეგრზნებით რომ არიგებენ ჭკუას მტელ საქართველოს . ხან დაუყვავებენ, ხან გაკიცხავენ!.. ღნმერთო.. როგორ გითხრათ … მეც , მინდება ამ ორგანიზაციას ბომბი თუ არა მეხი მაინც დაეცეს, ცოტა შეშინდნენ მაინც. თორემ ეგენი საქართველოს ბრიტანელებზე მეტად შეაჯავრებენ ევროპის იდეას, განსაკუთრებით ჩვენი პეტრუშკა კანდელაკის ლიტველი და პოლონელი ჩიჩიკოვები და ევროპის სახალხო პარტიის სხვა მკვდარი სულები (ჯოზეფ დოული& co