ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობდით ქართულში შემოსულ სიტყვებზე და ამასთან დაკავშირეით გითხარი.
აქ აფხაზურის ეტიმოლოგიური ლექსიკონი არაფერში გამოდგება

თუმცა, მეგრულში არის შემოსული ერთი-ორი ათეული სიტყვა: აბარწა, აგვარა, სავარაუდიდ კვატა, კვაღა, კვადაცი და ასე შემდეგ.
რამდენიმე სიტყვა ქართუშიც შეიძლება იყოს შემოსული ან საერთო ძირის მქონე სიტყვები იყოს. მაგალითად, შედარებისთვის, აბღა - მხარი და ქართული ბღაუჭი.
აფხაზურში რომ ქართულიდან და მეგრულიდან უამრავი სიტყვაა შესული (მათ შორის არაქართული და არამეგრული), ეს ისედაც ცხადია და იმაზე გაცილებით მეტს ჩამოვწერ, ვიდრე მაგ სტატიის ავტორმა ჩამოწერა

უბრალოდ, რა შესადავებელი და საქილიკო ეგაა, არ მესმის.
მით უმეტეს, როდესაც საკუთარ ენაში უამრავი სპარსულ-არაბულ-თურქულ-ბერძნული სიტყვა გაქვს.
მე ამაზე გავამახვილე ყურადღება.
აფხაზურის ეტიმოლოგიური ლექსიკონი ქართულად არ არსებობს, ზოგ რამეს კაცი მოიძიებს ლომთათიძის შრომებში, მაგრამ ლექსიკონი, როგორც ასეთი, მე არ ვიცი.
ქართულად არის გვანცელაძის მოკლე აფხაზურ-ქართული ლექსიკონი და აფხაზური ენის გრამატიკა (ინტერნეტშიც არის).
This post has been edited by Shurige on 26 Jun 2016, 23:08