ამ ქვეყანას არაფერი ეშველება
დააკვირდით - საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით იმდენადაა ფესვგამდგარი გაუკუღმართებული აზროვნება, რომ ადამიანები 21-ე საუკუნეში ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოსგან ითხოვდნენ რაღაცას კარგს და სასარგებლოს მათთვის, ითხოვენ
- ნარკოტიკების ლეგალიზაციას - რომ ჩაიხრჩონ თავები ნარკოტიკებში
- მარჯვენასაჭიანების აკრძალვაზე უარის თქმას - რომ აცაბაცა იაროს მანქანებმა გზაზე სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მარცხენასაჭიან მანქანებზეა მორგებული
- ახლა უკვე საპატრულო პოლიციის უმოქმედობას დამრღვევის დანახვისას (ჯერ ისე ხო ძალიან ეფექტიანი პოლიცია გვყავს...) - რომ უფრო მეტი თავისუფლებით და გაქანებით "იგონკაონ" დასახლებული ადგილების ქუჩებში
სიღრმისეულად და საგანგაშოდ გვაქვს არეული პრიორიტეტები.
გასაკვირია რაც ამ თემაში ხდება - ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ხმაშეწყობილი პროტესტი ჰქონდეთ საგზაო მოძრაობის წესების განზრახ უხეშად დამრღვევების მიმართ, რომლებიც თავად ქმნიან საფრთხეს პირველ რიგში არღვევენ რა მოძრაობის წესებს (ისინი არიან საფრთხის პირველი მაპროვოცირებელნი), ხალხი ითხოვს პოლიციის უმოქმედობას, რომ იმ დამრღვევმა ... აქ ვიჭედები. რომ რა? კიდევ უფრო მეტი თავისუფლება იგრძნოს? კიდევ უფრო მეტად აუჩქაროს? კიდევ უფრო მეტად... ? ვერ მივხვდი აქ რა ლოგიკა დევს?
გაუგებარია როგორ შეიძლება პოლიციას დააბრალო საკუთარი უპასუხისმგებლობა ადამიანმა. მე თუ 200ით მივქრივარ ქალაქში და პოლიცია ჩემს დასაჭერად ზომებს მიიღებს, მე კიდევ უფრო მოვუმატებ სიჩქარეს და დავაზიანებ სხვებს ან საკუთარ თავს, ეს პოლიციის ბრალია? სულ წახვედით ხელიდან ხალხო?
თქვენც რომ ამ საზოგადოების და საერთოდ ამ დედამიწის და გალაქტიკის წევრები ხართ, ხომ არ გავიწყდებათ? ადამიანები რომ დანაშაულის პრევენცია/აღკვეთაში შეზღუდულები ვართ, ეს არ იცით? არც ის იცით, რომ პოლიციას ზოგიერთ შემთხვევებში რეაგირების მხოლოდ განსაზღვრული საშუალებები აქვთ და არავინაა ღმერთი ან მისი შვილი დედამიწაზე, ხელის ერთი აქნევით აღკვეთოს სამართალდარღვევა?
რას ითხოვთ პოლიციისგან? გაუჩენელი უნდა გაეჩინათ?

თქვენ საკუთარი თავის მოთოკვა და საერთო წესებისადმი გონივრული მორჩილება არ გინდათ და პოლიციისგან ითხოვთ სასწაულებს? ასეთ ადამიანებს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. აზრზე მოყვანა და რეალობაში დაბრუნება. საოცარია პოლიციას სთხოვდე ნუ დამედევნები როცა სიჩქარის გადაჭარბებით მივდივარ და არ ვემორჩილები პოლიციის ბრძანებას გაჩერებაზე... რა ვექტორით აზროვნებს თქვენი სააზროვნო ორგანო საინტერესოა

ყველაფრის უფლება გაქვთ ანუ? ხელშეუხებლები ხართ? ასეთი პრიმიტიული ინსინუაციებით და ვითომ ლოგიკის მოგონებით ხომ ყველანაირი დანაშაულის და სამართალდარღვევის გამართლება შეიძლება?

დაუსჯელობის სინდრომს სხვა კი არაფერი წარმოშობს - უმოქმედობა და მხოლოდ უმოქმედობა. ჰოდა სწორედ ასეთი უმოქმედობისკენ მოუწოდებთ პოლიციას.
და რატომ გავიწყდებათ, რომ ის ქუჩის გადაკეტვა არაფერს შეცვლიდა? გადაკეტა ქუჩა, მიუახლოვდა აჩქარებით მიმავალი მოტოციკლი ქუჩის გადაკვეთას - ან პოლიციის კორდონს შეასკდება ან გაუხვევს სხვაგან და კიდევ უფრო მეტად დაიბნევა, მოუმატებს სიჩქარეს და ა.შ.?
მოკლედ, სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა - ესაა უპასუხისმგებლობა, უბრალოდ 21-ე საუკუნეში ჩვენში ამ უპასუხისმგებლობამ ამ ევროპელობით და ჰუმანისტური პრივკუსებით ძალიან უცნაური ატროფია განიცადა და ახალ დემოკრატიულ-სამართლიან თუ რაღაც ამდაგვარ პოზიციად მოგვევლინა - რომლის მიხედვითაც რაღაც გაუგებარი წარმოშობის "ჰუმანისტური" მიდგომებით ყველაფერში ყოველთვის სხვა არის დამნაშავე და არა ის, ვისგანაც სინამდვილეში მოდის საფრთხე.
აფხაზები მტრები არ არიან, ისინი ჩვენი ძმები არიან - ჩვენ ევროპელები ვართ და სხვანაირად როგორ შეიძლება?
ჰომოსექსუალობის პროპაგანდა აუცილებელია - ევროპელები ვართ თან ჰუმანისტები და აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება?
გადაჭარბებული სიჩქარით მომავალის გაჩერება როგორ შეიძლება - რას ამბობ, ჯერ ხო ბავშვია, უქრის და პოლიციის დანახვაზე უფრო აკრეფს სიჩქარეს...
და ა.შ. და ა.შ.
დედას ვფიცავარ მენატრება 90-იანები, როცა უბანში 2-3 მანქანა დადიოდა და გაფუჭებულ შუქნიშნებზეც ჩერდებოდა ხალხი გზაჯვარედინზე. მოხვევის მაჩვენებლის ჩაურთველობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და ფარების მძღოლები ერთმანეთს მხოლოდ მაშინ უნთებდნენ, თუ აფრთხილებდნენ შემხვედრ მანქანას - უკან პოლიციაა ჩასაფრებული და სიჩქარეს მოუკელი ისე გაიარეო.
ამდენი ათეული წელი გავიდა, "განვვითარდით", ფულიც ბევრი ვიშოვეთ და ევროპაშიც ბლომად ვიბოდიალეთ, მაგრამ შედეგი გვაქვს - მესამე ზოლში 300-ით სიარული, სასწრაფოსთვის გზის არდათმობა, ზებრაზე გაჯლიგინება, ერთმანეთისთვის გზის არდათმობა და სხვა. ძალიან ბევრმა ისიც კი არ იცის ალბათ, რა არის მოხვევის მაჩვენებელი და სად მდებარეობს მისი ჩამრთველი მანქანაში...
უკუღმა მიდიხართ ბრატცი, უკუღმა
მასე ვერ გახვალთ იქ, სადაც თქვენ გინდათ, რომ გახვიდეთ
ეგრე უფრო ღრმად შეხვალთ იმ ალაგას, უხერხული რომაა მისი წარმოთქმა ჩვენში