ამას წინათ უბრალოდ დავინტერესდი და რამდენიმე კომპანიაში დავრეკე
მარკეტინგული ხრიკია თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ
ყველა იმას ამბობს, რომ ბინების 80% უკვე გაყიდულია და დარჩენილია რამდენიმე ბინა...
მოკლედ, წყვეტაა ამ ახალ კორპუსებზე. ბევრი გასაქირავებლად ყიდულობს, მაგრამ ეს ბევრი უმრავლესობა ნაღდად არაა და ვერც იქნება
ძირითადად საცხოვრებლად ყიდულობენ.
მაგალითად ვაზისუბანში ერთ ადგილას გზის მოპირდაპირე მხარეს 5 კორპუსი შენდება. რაც ნაღდად ვიცი 5ივეში უკვე დიდი უმრავლესობა ბინებისა გაყიდულია
არ ვიცი რა კატეგორიის ხალხი ყიდულობს, მაგრამ მე მაგ კატეგორიაში რომ არ ვარ, ვიცი

არის ისეთები, ვინც ძველ ბინებს ყიდიან და ახლებში ყიდულობენ, მაგრამ არც ეგაა უმრავლესობა.
მოკლედ, ალბათ ყველა ფაქტორი ერთად მუშაობს და ასე მიდის ბიზნესი წინ.
თუმცა, კონტროლი სჭირდება აშკარად ამ სფეროს. სესხებით ნაყიდმა ბინებმა არ უნდა გადაფაროს ალბათ ბიზნესი, თორემ რამდენიმე წელიწადში დიდი აფეთქება შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით ლარის ასეთი მერყეობის პირობებში.