მაიცა, და წინა ზვიანგის ფერმას რა ბედი ეწია? აი ამას:
19:27 23-03-2009
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ნიანგების ფერმა აშენდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფირმა „ჟაკარეს“ მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჩიკორაიამ განუცხადა, ნიანგის კვერცხები არგენტინიდან ჩამოიტანეს. ინკუბაციისთვის სილაში ჩაფლული კვერცხებიდან 4 ნიანგი უკვე გამოიჩეკა და სამეგრელოს კლიმატთან შეგუების მიზნით ისინი სერპენტარიუმში არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელოვნურ ტბორში გაუშვებენ.
ჩიკორაიას ინფორმაციით, ფერმის მოწყობის ყველა სტანდარტული მოთხოვნა დაცულია და ნიანგების მოშენებისთვის ლიცენზიაც აღებულია. მისი თქმით, კაიმანის ჯიშის ნიანგი სიგრძეში 1 მეტრსა და 20 სანტიმეტრს აღწევს. გამრავლებას 3 წლის ასაკიდან იწყებენ, რომელთა ხორცი უქოლესტერინოა და ტყავიც მაღალხარისხიანია.
ნიანგების ფერმის მთავარ სპეციალისტს მიაჩნია, რომ სამეგრელოში წარმოებული ნიანგის ხორცის და ტყავის ექსპორტი არ გაჭირდება. მისი თქმით, ევროპაში 1 კილოგრამი კაიმანის ხორცი 40 ევრო ღირს, ხოლო საქართველოში სოციალური პრობლემების გამო, ეგზოტიკური საკვების მოყვარულები ნიანგის ხორცის შეძენას გოჭის ხორცის ფასად შეძლებენ.
საქართველოში ნიანგების ფერმის გაკეთება შარშან, არგენტინაში ყოფნის დროს გადაწყდა.
მოკლედ არ აყვეთ ჰიუზერნო, ძველ თემას სტენიან ქუმსიშვილს, 2009 წლის თემაა. რაის ზვიანგი და სირაქლემა

ზვიანგის არ ვიცი და ბუს კვერცხების წარმოებას ზალიან დიდი პერსპექტივა აქვს. რატომ არავინ არ მოჰკიდა აქამდე ამ ბიზმეს ხელი ჩვენებურებმა ვერ ვხდები. სირაქლემების ფერმაც ხომ იყო? რაღაც არ მინახავს არ სირაქლემას საცივი და არც მისი კვერცხები
10 ყველაზე ეგზოტიკური ბიზმესი საქართველოში (წყარო: www.bpn.ge):
ბაყაყების ექსპორტი
ამაო გამოდგა ნიანგების მოშენების მცდელობაც
სირაქლემას ხორცი და კვერცხი
ჭიაყელების გარეშე კომპანია "მაკრო-პრიმის" საქმიანობა წარმოუდგენელი იქნებოდა
ბოლო წლებში დასავლეთ საქართველოში პავლონიების მოშენება დაიწყეს
ზეთისხილი
კივი
შავი პომიდორი
თაგვების საწინააღმდეგო მოწყობილობა
მწერების საწინააღმდეგო აპარატი
This post has been edited by Asmeta1084 on 26 Jun 2016, 15:34