
თურქული საკმაოდ კარგად ვიცი,თურქეთშიც მიცხოვრია კარგა ხანს და მოხარშულს ვიცნობ მაგ ხალხს და კი, უმეტესობასთან შედარებით ჩვენი მურთაზა პრადვინუტია.
კი,არიან გამოსული,"ავრუფაი" და ა.შ. თურქებიც,მაგრამ... აი ე.წ. სალონიკელებად წოდებული სოციალური ფენა და ტერმინი თეთრი თურქი თუ გაგიგია? მიუხედავად იმისა,რომ სალონიკელები ბალკანეთიდან გადმოსახლებულთა საკმაოდ მცირე ნაწილს შეადგენდნენ,სალონიკელი დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ხშირად ბალკანეთიდან გადმოსულთა კრებით სახელად გამოიყენება და ე.წ. რესპუბლიკის არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი(ათათურქის ჩათვლით) სალონიკიდან გახლდათ,ძველი სალონიკი კი დღევანდელისაგან ბევრად განსხვავებული გახლდათ - მოსახლეობის უმრავლესობა ებრაელი გახლდათ,ბევრი იყო უცხოელი(ძირითადად ევროპელი), ხოლო მუსლიმების საკმაო ნაწილი გამუსლიმებული ებრაელებისგან წარმოსდგებოდა და ისინიც კი, ვისი გენეალოგიური ხეც უფრო "თურქული" იყო,ქალაქში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე,საკმაოდ გაევროპელებულად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა. რაც შეეხება ტერმინ "თეთრ თურქს" ესენი არიან ე.წ. რესპუბლიკის არისტოკრატია,რომლებიც, ეთნიკურ-კულტურ-სოციალურად შეადგენენ ძველი სტამბოლისა და იზმირის არისტოკრატიული და ვაჭართა კლასებისა და ზემოთ ხსენებული სალონიკელებისა და სხვა ბალკანეთიდან გადმოსახლებულების ნარევს და მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ყველა სეკულარი/პრადვინუტი თურქი ამ კლასის წევრი არ არის - სიტყვაზე დერსიმელმა ალევიმ ან ლაზმა რობერტის კოლეჯი და ჰარვარდიც რომ დაამთავროს,თურქულზე უკეთ ინგლისური და ფრანგული ისწავლოს,ჩაის მაგივრად კონიაკი სვას,ვიზუალურად სრულიად გადაევროპელდეს და ბეიოღლუზე დასახლდეს,ე.წ. სოსიეტე ადამი ასე იოლად ვერ გახდება და არც ეს სოციალური წრე შეიგუებს მას იოლად. რაც შეეხება მასას - ანუ ანატოლიელ და ქურთ გლეხობას(ქურთებზე აღარ შევჩერდები,ვიცით რაც არიან) და ესნაფს(წვრილი მოვაჭრეებიის,ხელოსნების და ა.შ. კრებითი სახელი) ისინი ათათურქამდეც და შემდეგაც გარიყული მასა იყო,რომლებიც მხოლოდ გადასახადის გადამხდელებად და საზარბაზნე ხორცად აღიქმებოდნენ და მიუხედავად იმისა,რომ ერდოღანი და უფრო მანამდე ზოგადად ისლამისტები საკუთარ თავს ამ კლასის ინტერესების დამცველებად ასაღებდნენ,მათაც იგივე პოლიტიკა გააგრძელეს და დღესაც კი,თურქეთის მთავრობის აზრით ამ მასას იმამ ჰათიფის სკოლაში მიღებულის იქით განათლება არ სჭირდება და შედეგად,ერდოღანიც აგრძელებს იმ პოლიტიკას რასაც სოციალური მობილობის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა ჰქვია... აი ეს მასა კი,რაც ვახსენე,სწორედ ისაა,რაცა საშუალო სტატისტიკური თურქი - მურთაზაზე უარესი აზიატი,ტიპური ანატოლიელი ჩომარი.