მაპატიეთ, მეგობარო, მაგრამ თქვენით და ჩემით არ განისაზღვრება
მაგ ჰიმნისა და დროშის ავკარგიანობა.
თქვენ, დარწმუნებული ვარ, მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ
ნაციონალური მოძრაობა და მიშიზმი თანდათან ისტორიას ბარდება
(ახლა არ მითხრათ, ჯერ კიდევ აქვს პერსპექტივებიო

).
აი, ოქტომბრის მერე, პირადად თქვენ, რამენაირად მომეცით შანსი,
რომ ეს ჰიმნი და დროშა უცვლელი დავტოვო!
ყოვლად გაუგებარია, რატომ უნდა შერჩეს საქართველოს ის
ჰიმნი და დროშა, რომელიც ოდიოზური წლების მოსაგონარი უნდა იყოს და
მათი მოსმენა ან დანახვა უამურ ასოციაციებს იწვევდეს! სადაა ლოგიკა?
თუ დასატოვებელია, რაღა მაინც და მაინც მიშას პერიოდში შექმნილი
უნდა დარჩეს?
მეც IMHO, რა თქმა უნდა.