უშიშროების საბჭომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების შესახებ თინა ხიდაშელის ბრძანება გამოითხოვა
13:59 27-06-2016
უშიშროების საბჭომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების შესახებ თინა ხიდაშელის ბრძანება გამოითხოვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების თაობაზე მინისტრ თინა ხიდაშელის ბრძანება თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” უშიშროების საბჭოში განუცხადეს, თინა ხიდაშელის ბრძანების შესახებ მხოლოდ ზეპირი განცხადებები იციან.
”ჩვენ ვიცით მხოლოდ ზეპირი განცხადება ამ ინიციატივის თაობაზე. თავდაცვის მინისტრის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი უკვე გამოვითხოვეთ სამინისტროდან. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარსაც მისი გაცნობის შემდეგ გავაკეთებთ”, - აღნიშნეს ეროვნული უშიშროების საბჭოში.
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
ირაკლი სესიაშვილი - სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე ხიდაშელის გადაწყვეტილება არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან შეთანხმებული არ იყო
13:36 27-06-2016
ირაკლი სესიაშვილი - სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე ხიდაშელის გადაწყვეტილება არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან შეთანხმებული არ იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას “პოლიტიკურ პასუხისმგებლობად“ აფასებს.
როგორც სესიაშვილი აცხადებს, “საკითხი ძალიან მგრძნობიარეა, რომელიც ფართო და სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს, მათ შორის მთავრობაში, პარლამენტსა და სამხედრო ექსპერტებში.
მისივე შეფასებით, “თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის - რომ თუ აღნიშნული პოლიტიკური ბრძანება შემდგომ მინისტრს არ მოეწონება, მან გააუქმოს.
“მას მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამბობს: მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოს. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
გამოაცხადა დამოუკიდებლობა წინიკომ?