annavitaთუ შემეკითხები, ხომ იცი, რომ გიპასუხებ?
თუ არ დახურავ და თემა თავის მიზანს ასცდება, ამ შემთხვევაშიც.
არადა, აღარ ვიაქტიურებ-მეთქი ამ თემაში.
ამ თემის პირველი ნაწილის დასასრულს ჩვენ შევთანხმდით პოლიტიკასთან მიმართებაში და ჩემთვის არაფერი შეცვლილა

რაც შეეხება „შენეულ ნუგეშისმცემელს“, შტაინერი ვიგულისხმე, ამ განყოფილებაში გახსნილი შესაბამისი თემიდან გამომდინარე. ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ მაცხოვარი ნუგეშინისმცემლს უწოდებს სულიწმიდას.
ცხადია, შტაინერიც.
როდესაც შტაინერი საუბრობს პოლიტიკასა ან ეკონომიკაზე, ანთროპოსოფების უმრავლესობისთვის ყველაფერი იცვლება, თითქოს თავდაყირა დგება სულისმეცნიერება. ამიტომაა, რომ მთელი მსოფლიოს ანთროპოსოფები ასე მოიკოჭლებენ პოლიტიკაში.
მოდი ასე შევთანხმდეთ, ახლა მე შტაინერის შემოქმედებიდან რამდენიმე ზეპირ ციტირებას გავაკეთებ და თუ შენთვის მისაღები აღმოჩნდება ხომ კარგი, არადა ამით დავასრულოთ.
(გოეთეზე, ვისი სახელიც ჰქვია ანთროპოსოფიის ცენტრს)ყოველდღე ხუთებს (ჩვენებურად ორებს) ღებულობდა პოლიტიკაში.
(გოეთეზე და შილერზე)ისინი ხედავდნენ სოციალური სამწევროვნების შემოტანის აუცილებლობას, განსაკუთრებით ცნობიერი სამშვინველისა და სამეურნეო ცხოვრების ურთიერთკავშირის გამო, მაგრამ უფრო შორს არ მიდიოდნენ, რადგან ეშინოდათ, გიჟებად არ ჩაეთვალათ.
(ფიხტეზე)მე-ცნობიერებიდან სახელმწიფო რომ ააშენო, ბოლშევიზმს მიიღებ.
(რუსზე, ვისთვისაც ჰიმნები აქვს მიძღვნილი)პოლიტიკას ხელს რომ ჰკიდებს, ავადმყოფი ხდება. პოლიტიკა არ არის მისი საქმე,
მას სრულიად სხვა მისია აკისრია(ახლო აღმოსავლეთის ხალხებზე, რომელთა შორის უპირველესია საქართვლო)რუსეთი შეიქმნა და წაწეულ იქნა ჩრდილო-დასავლეთით ამ ხალხების მიერ, დასავლური ცნობიერი სამშვინველის ინსტინქტური წნეხისგან თავიანთი შემოქმედებითი ცნობიერების (ინტელექტის) დაცვის მიზნით, რათა იგი არ გამოხარჯონ მათთვის აქტიური ეპოქის დადგომამდე. ამ ხალხებს, დასავლეთ- და შუა-ევროპსიგან განსხვავებით, მიცემული აქვთ ლიდერის ყოლის უფლება დაახლოებით 3500 წლამდე.
(სწორედ აქ არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების სათავე - ვ.ჩ.).
(რუს ანთროპოსოფებზე)რუსული რევოლუციის დროს რუსეთში რომ ყოფილიყო 2-3 ანთოპოსოფიულად მოაზროვნე ადამიანი მაინც, რევოლუცია სრულიად სხვა მიმართულებას მიიღებდა, რადგან სულიერ სამყაროს მიეცემოდა პროცესებში ჩაერევის საშუალება.
(მარია სივერსის კითხვაზე — თუ დედამიწის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს ეს ძალები ასეთ დონეზე აკონტროლებენ, მაშინ ჩვენ, რამდენიმე ადამიანს რა შეგვიძლია შევცვალოთ?)თითოეული თქვენგანისგან მოითხოვება მხოლოდ სწორად ორიენტირებული სიმართლე, დანარჩენი სულიერი სამყაროს საქმეა.
This post has been edited by Queeestion on 1 Sep 2018, 02:10