Solveig
ensom

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
|
#48214680 · 28 Jun 2016, 16:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგ სტატუსი წავიკითხე და პირველი და მესამე ისტორიები, ჰუმანასა და თითის წაჭრაზე აშკარად ზღაპარი იყო. ჰუმანას არც არავინ მისცემდა სამბალიან კომაში მყოფ თვეების ბავშვს დ ამით უფრო, ვენაში რომ გაეკეთებინა ვინმეს, იმწამსვე მოკვდებოდა ბავშვი. თუ ასე მოხდა, მაშინ, გამოდის, რომ ვიღაც მანიაკი ყოფილა საავადმყოფოში, რომელიც სპეციალურად კლავს ბავშვებს და ასეთი ფაქტები მართლა რომ ხდებოდეს, ვერ დაიმალებოდა აქამდე. თითის წაჭრას რაც შეეხება, ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება, რომ თითის ვენაში ჩაუდგა სისტემა ერთიბეწო ბავშვს (მაგას მოზრდილ ადამიანებში არ აკეთებს არავინ) და ამოღებისას ლეიკოპლასტის გადაჭრის დროს თითი წააჭრა..
ცუდია, რომ ადამიანებმა არ იციან პროტესტის სწორად გამოთქმა, იმიტომ, რომ გამოდის ახლა, მაგ ზღაპრებქვეშ მიიჩქმალა რამდენიმე პრობლემა, რომელიც ნამდვილად შეიძლება, რომ არსებობდეს და მისახედია. 1) ექთნების უყურადღებობა, რის გამოც შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას 2) ფილტვების ანთებით საავადმყოფოში მისული ბავშვი სახლში ენტეროვირუსით არ უნდა ბრუნდებოდეს 3) ბავშვთა საავადმყოფოში საჯარო წივილ-კივილები, მიცვალებულის შეცხადებები და ასეთები როგორღაც ისე უნდა კონტროლდებოდეს, რომ სხვა ბავშვებმა ამის შესახებ არ გაიგონ 4) მედპერსონალი უნდა ერიდებოდეს პაციენტთან სხვა პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ ჭორაობას, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს, ან პანიკაში არ ჩააგდოს, ან მისდაუნებურად პასკვილს არ შეუწყოს ხელი. დარწმუნებული ვარ, ამ გოგოს პასკვილზე არ უფიქრია (ფორუმზე არ ტოვებდა ეგეთ შთაბეჭდილებას), მაგრამ შვილის ავადმყოფობით დაფეთებული დედისაგან (რომელიც პროფესიულადაც შორსაა სამედიცინო საკითხებისაგან) ყველაფრის დაჯერება შესაძლებელია....
საერთოდ, სოც.ქსელებში პოსტვით და წივილ-კივილით არ გვარდება პრობლემები. სამინისტრო ვალდებულია, მოაწესრიგოს პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა, იმ მხრივ, რომ ორივემ მკაფიოდ იცოდეს ერთმანეთის და საკუთარი უფლებები და მოვალეობები. გარდა ამისა, არსებობდეს სათანადო უწყება, სადაც პაციენტს შეეძლება ჩივილი, თუ ჩათვლის, რომ არასათანადოდ მოემსახურენ. ან ცხელი ხაზი, ან რამე. რა ვიცი, მოიფიქრონ.....
ერთი მხრივ, აშკარაა, რომ მედპერსონალის ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, უვიცი და გულგრილია.. მეორე მხრივ ისიც აშკარაა, რომ პაციენტსა და მათ პატრონებს წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა მოითხოვონ და ვის უნდა მიმართონ, თუ კითხვები დაპრობლემები გაუჩნდებათ. მთელი მოქმედება შემოიფარგლება სოც. ქსელში დაპოსტვით და მერე აგორდება ამბავი, ყველა თავისას მიამატებს, თავისებურად გაიგებს და გამოვა ქაოსი ბოლოს. მესამე მხრივ ისიც ცხადია, რომ ექიმები არ თვლიან საჭიროდ პაციენტის ინფორმირებას არაფრის შესახებ და ამას როგორმე ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება, რომ ადამიანს ისე უკეთებდე რაღაცას, რომ არც არტყობინებდე, ან არასაჭირო მედიკამენტს/პროცედურას უწერდე პირადი გამორჩენის მიზნით... ამას ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის და შეუძლებელია, ყველა ტყუოდეს (მეც გადამიტანია ჩემს თავზე).
სერგეენკომ კარგიც გააკეთა, არ ვუკარგავ, მაგრამ მაგრამ დრო გადის და ექიმი-პაციენტის ურთიერთობაში საქმე არათუ არ სწორდება, პირიქით, უფრო მძიმდება...რაც დრო გადის, მით უფრო მეტი სკანდალი და წივილ-კივილი იწევა და როდესმე ხომ უნდა ეშველოს ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ....
piltakva
ლოგიკურად ჟღერს ეგ ვარიანტი.
მაგრამ "ჰუმანას" ხსენებაც კი შეცდომა იყო. როცა პრობლემაზე საუბრობ, ჯობს, რომ დაზუსტებით თქვა. იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე იოლად დაგიჭერს შეცდომაში და აქეთ მოგაწვება. რისი მოწმენიც გავხდით მაგ კლინიკის წარმომადგენლის განცხადებაში.
This post has been edited by Solveig on 28 Jun 2016, 16:25
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|