თავისთავად ნაცებს ჰქონდათ პოზიტიური შედეგები..
1) პოლიციის რეფორმა
2) ბენდუს ეკონომიკური რეფორმები
3) სახელმწიფოს დაემსგავდა საქართველო...
მაგრამ მოდი შენც აღიარე რომ არც ცუდს აკლებდნენ...
1) ახლა ნაცები რომ ყოფილიყვნენ არც ფორუმზე დავპოსტავდი ჩემს აზრს და არც სხვაგან ვიტყოდი...
2) უამრავი ფაქტი იყო... მეწარმე ღამის 5ზე რომ დგებოდა, მიდიოდა ნოტარიუსთან, რომელსაც ასევე ეღვიძა და ერთად უფორმებდნენ ამ კაცის ბიზნესს თუ რაიმე სხვა ქონებას სახელმწიფოს...
3) წილში შესვლები...
მოკლედ დედა უტირეს კერძო საკუთრებას და სიტყვის თავისუფლებას.. ამის გარეშე კი ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია.. ამიტომ ქოცებს ნუ აბრალებ ყველაფერს...
ბევრი ისეთი რამის კეთება უწევდათ.. კანონი რომ ხელს შეუშლიდათ, ამიტომ კანონს გადააბიჯეს.. მერე კი აღარ გაჩერდნენ.. არც წასვლას აპირებდნენ, ძაან ჯიგრულად აპირებდნენ კიდევ 30 წელი აქ მმართველობაში ყოფნას... << დემოკრატია ფეხებზე ეკიდათ... არჩევნები იმდენად დიდი სხვაობით წააგეს, რომ ეთქვათ მოვიგეთო უბრალოდ სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, დარწმუნებული ვარ...
ასეთი ხელისუფლება არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, მას თუ სურს განვითარება... მაგარი PR ჰქონდათ ნაცებს, მაგრამ მაგის შესაძლებლობებსაც აქვთ საზღვარი..
ქოცების აქტივში ჩასაწერი არის მხოლოდ:
1) ნაცების ხელისუფლებიდან მოშორება
2) სიტყვის თავისუფლება (მოდი შევთანხმდეთ, რომ ამ მხრივ პროგრესია)
3) სასამართლო (აქაც პროგრესია)
ბოლო 2 კაი ტიპობის გამო ქნეს თუ იმდენად უქნარები არიან რომ ეგეც არ შეუძლიათ, არ ვიცი... ალბათ, მეორე, მაგრამ ეგ ნაკლებად მაღელვებს..
დასკვნა ერთია.. არც ოცნება უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და არც ნაცები უნდა დაბრუნდნენ...
ძაან მაგარი არჩევანია პარტიებს შორისთქო რომ ვთქვა.. მიხვდები ვიტყუები...
გირჩის ხედვები ყველაზე მეტად ემთხვევა ჩემს აზრს... ყველაფერი დათვლილი აქვთ და კონკრეტულ რეფორმებზე საუბრობენ.. ხვიჩია და მეგრელიშვილი ნაციონალები არ ყოფილან (მხოლოდ ბენდუსთან ერთად მუშაობდნენ).. ჯაფარიძეს იმენა სჯერა მაგ იდეების..
არ ვიცი.. შეიძლება მართლა ნაცების პროექტია (აბა ჩვენთან რას გაიგებ)... მაგრამ ამ 3ს საკუთარი იდეების სჯერათ.. მეც მინდა მჯეროდეს რომ ეგრეა... ვიღაცას ხომ უნდა მივცე ხმა
ოცნების პროექტიაო.. ეგ ვაბშე მარაზმია.. არც კი განვიხილავ...
პს ეკონომიკაში ნაცების მარგალიტი ბენდუ იყო, რომელიც აღარ ჰყავთ და ნუ თვლით რომ ნაცები ეკონომიკას ააყვავებენ...