ლაშიჭალის რა მოგახსენოთ და ძუღურში 80-იან წლებში დავდიოდი.
დედაჩემი იყო ავად -ნაღველზე და ღვიძლზე ჰქონდა პრობლემები.
სად არ ჰყავდა მამაჩემს: ესენტუკი, ბორჯომ თუ სხ.. ექიმებს ხომ ნუღარ დათვლი.
მერე 80-იანების დასწყისში, შემთხვევით სტატია უნახია ,,სოფლის ცხოვრება"-ში(იყო ასეთი გაზეთი) ერთი ქუთაისელი წერდა - ხელით ამიყვანესო
და 2 კვირიანი კურსის შემდეგ ჩემი ფეხით ჩამოვედიო.
წაიყვანა მამაჩემმა და მართლაც მისცა შედეგი.
ფაქტიურად სიცოცხლე შეუნარჩუნა, ისე მძიმედ იყო.
მე დავყვებოდი მაშინ, მე-5 კლასში ვიყავი. კარვები იყო გაშლილი და იქ ვცხოვრობდით. დღეში 1 მანეთი ერთ კარავზე.
ვისაც გაუმართლებდა და სატყეოს სახლში მოხვდებოდა, შედარება არაა, ისეთ კომფორტში იყო.
სულ წვიმდა(როგორც მთაშია ხოლმე საერთოდ) რომ გადააბავდა, 5-6 დღე წვიმა იყო, გამოიდარებდა 1 დღე - მერე ისევ წვიმდა.
2 კვირისათვის საჭირო პურიც უნდა წაგეღო(წყალი იქ იყო

კარტოფილიც, შაქარიც და ,,კერასინკა"-აც თავისი ნავთის 2 კვირის მარაგით.
ჩვენი ჟიგული იქ ასე დატვირთული ვერ ადიოდა და ორბელში ვილისს ვქირაობდით ბარგისათვის.
წიგნები მიმქონდა 2 კვირის მარაგი, მაგრამ 1 კვირაში ვრჩებოდი მათ კითხვას და მერე მთელი დღე კარავში წოლა, იმის გამო რომ წვიმდა გარეთ ვერ გამოვდიოდით, საშინელება იყო.
წყალი ერთ პატარა მილში გადმოდიოდა და თუ ბევრი ხალხი იყო, პატარა რიგიც დგებოდა.
ერთი ორბელელი კაცი დავიძმაკაცე, მაშინ- გელა ახვლედიანი, ბოთლების საბეჭდი დაზგა ჰქონდა, ხელის. ადგილზე ასხავდა, თუ ბოთლს მიუტანდი და ბეჭდავდა თავისი თავსახურით.
ერთ წელს ვცადეთ მე და მამაჩემმა, წყალი თბილისში ჩამოგვეთანა და 2 კვირიანი იქ ყოფნის მაგივრად სახლში გაევლო კურსი დედაჩემს.
ჟერ ნახევარი გზაში აგვიფეთქდა გაზისაგან, (გაგვაფრთხილა იმ გელამ, აფეთქდებაო და კარგად ბლომად წამოვიღეთ) და დარჩენილმა კი არავითარი შედეგი არ მოგვცა. ისევ წაყვანა მოგვიწია აგვისტოში.