რას ამბობთ "დაჟე" იქეთ მიაწვა რას მეუბნებით ახლაო ჩემს მრწამსს და ჩემს დამოკიდებულებას აკნინებთო- თუ რაღაც მსგავსი . უთავხედესი ქალია. ღირსია მართლა სამუდამო პატიმრობის.
კაცი კი არა კაცები ჰყავდა, გორიდან ჩამოსულს ( არ ვუტრირებ, ფაქტად ვამბობ), ღვთის მადლით კარგ ბიჭზე გათხოვილს, არანარკამან, მოთამაშე, სამშობლოს დამცველ კაცზე და ზრდიდა ვაჟკაცს.
არ დააფასა, არ შეიშნოვა.
რამდენი ქალი კვდება ისე რომ მამაკაცის სიყვარული არ იცის. თან ასეთი ვაჟკაცი კაცის.
რამდენი ქალია, რომ სიყვარულით თხოვდება და ქმარი ღალატობს და ოჯახი ინგრევა. ეს საწყალი არ ღალატობდა.
რამდენი ქალია, რომ საერთოდ ვერ თხოვდება. ყველანაირი ღირსებით შემკული, მაგრამ ბედი არ აქვს.
რამდენი ქალია რომ შვილი არ უჩნდება.
რამდენი ცოლ-ქმარია რომ შვილი ვერ უჩნდებათ და იშლებიან.
რამდენი ცოლ-ქმარია რომ შვილი არ უჩნდებათ და ან აყავთ ან ხელოვნურ განაყოფოერებას მიმართავენ ამ სუროგატ დედას.
რამდენი ოჯახია სადაც შვილის გადარჩენისთვის იბრძვიან.
გყავდეს ჯანმრთელი ქმარი, შვილი, არ გეშინოდეს მომავლის, რადგან ძლიერი კაცი გყავს გვერდით.
კიდევ რამდენი რამე შეიძლება ჩამოითვალოს.არ ვიცი თავი ამტკივდა.
იმდენად აუტანელი ქალია ვერც მაგის აღიარებითი ჩვენება ვერ მომილბობს გულს ალბათ.
არანაირი სინანული და სიყვარული არ იგრძნობა მის სიტყვებში, მის ქცევებში.
რუმიანა და შავი ფანქარი არ ავიწყდება.