#48229711 · 30 Jun 2016, 12:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
miriani111
ბიჭო არაა რა მშვენიერი, სამი წელი მანდ ვარ და ვიცი
* * * ძვირფასო მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო და ზოგიერთი მოსაზრება გამოვთქვა უნივერსიტეტში რუსეთის ტურიზმისა და სერვისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, რა თქმა უნდა არა პოლემიკისთვის. ჩვენი საერთო პარტნიორის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის ინიციატივით ამა წლის 28-29 ივნისს ჩვენს რეგიონს სტუმრობდა რუსეთის ტურიზმისა და სერვისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტურიზმისა და მასპინძლობის ფაკულტეტის დეკანი და ტურიზმში ბიზნესტექნოლოგიების კათედრის ხელმძღვანელი.(ორივე უნივერსიტეტი ცალ-ცალკე ვახორციელებთ ნორვეგიულ პროექტს ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა. განათლების სფეროში თანამშრომლობა", CPEA -2015/10035). - შეხვედრაზე განისაზღვრა სამომავლო ერთობლივი გეგმები. რატომ გვჭირდება ეს თანამშრომლობა? საქართველოს მთავრობის პროგნოზით წელს მოლოდინია, რომ რუსეთიდან შემოვიდეს 500 000 ვიზიტორი, თუ ეს შედგება მაშინ შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ შეადგინოს 3-3,5 %. მაგრამ ამის მიღწევისათვის საჭირო ხდება მძლავრი მარკეტინგული ღონიძიებების გატარება. ეს კი შეუძლებელია ტურიზმის დარგის სპეციალისტების გარეშე. ამიტომაც წინ ვიხედებით და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. ტურიზმის განათლების სფეროში ეს უნივერსიტეტი წამყვანია, მათ აქვთ მჭიდრო კავშირები მსხვილ ტუროპერატორებთან, და სურვილი აქვთ პრაქტიკულად ხელი შეუწყონ ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტია, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლას. ბევრი ჩვენი ქალაქელი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა მოლოდინში არიან, მთელი წელი ემზადებოდნენ და ელოდებიან ბევრ სტუმარს, მოდი ხელს თუ არ შეუწყობთ ამ პროცესებს, ნუ შეუშლით მაინც. მინდა გაგაცნოთ რას აკეთებს 2016 წელს ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი საერთაშორისო მიმართულებით ? 1. 1-6 ივნისს ბერლინში გამართულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა -9 სტუდენტი. 2. აგვისტოს თვეში საზაფხულო სკოლების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს: საფრანგეთი - 3 სტუდენტი; ნორვეგია - 3 სტუდენტი; პოლონეთი - 2 სტუდენტი 3. 10 სტუდენტი სწავლობდა გერმანიის, ნორვეგიის, ესპანეთის, პოლონეთის, იტალიისა და თურქეთის უნივერსიტეტებში. 4. ამჟამად გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში 2 თვიან პრაქტიკას გადის 38 სტუდენტი, ხოლო 10 აგვისტოს მათი ჩანაცვლება მოხდება 40 სტუდნტით. სულ 78 სტუდენტი. მხოლოდ 2016 წელს ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის 105 სტუდენტი ღებულობს ევროპულ გამოცდილებას. ეს ციფრი გაცილებით მეტია ვიდრე საქართველოს ყველა უნივერსიტეტის შესაბამისი საერთო მაჩვენებელი. მე, აქ დავასრულებ, ალბათ ყველაფერი გასაგებია... უბრალოდ ჩვენ მოვლენებს ცოტათი გავუსწარით წინ. მე გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს, ვინც გაბედული ნაბიჯი გადადგა.
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
This post has been edited by mGeLo777 on 30 Jun 2016, 16:03
--------------------
top user - sandrobandro
|