ხვალ, საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა. რას უნდა ველოდოთ ამ ვიზიტისგან, რა მნიშვნელობა აქვს მას და რა საკითხებზე იქნება ყურადღება გამახვილებული, - ამ საკითხზე „აიპრესი“ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.
მისი შეფასებით, კერის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მით უფრო იმ ფონზე, რომ ის საქართველოში NATO-ს ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოდის.
„მოგეხსენებათ, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ თანამშრომლობის სპეციალური ფორმატიც გვაქვს სტრატეგიული ქარტიის სახით. როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი ვიზიტის ფარგლებში ამ კომისიის სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმევა წინ. ამიტომ კერის ვიზიტს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნავს მენაღარიშვილი.
მისივე შეფასებით, უნდა ვივარაუდოთ რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზეც იქნება საუბარი. „ძნელია საუბარი შედეგებზე, ვიზიტი ჯერ არ დაწყებულა. მაგრამ ეს თემა საუბრის საგანი აუცილებლად იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტია თავის ერთ-ერთ ამოცანად სწორედ თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობას გულისხმობს. ამიტომ, ეს ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიზიტი ნატოს ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება. აქედან გამომდინარე საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან, ისევე როგორც ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით რა თქმა უნდა ამ ვიზიტის დროს განხილვის საგანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას.
/////
უცებ ის გამახსენდა, რუსები რომელიღაც დეპუტატს რომ ჰკითხეს ამ ვიზიტის შესახებ დარუსეთის რეაქცია ნულიო, უპასუხა ჟურნალისტს.
This post has been edited by Lаki on 5 Jul 2016, 20:41
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3