როგორ მეცოდებით, რომ იცოდეთ.
სიავისგან და ბოღმისგან ადამიანურობის დეფიციტს განიცდით უკვე.
რა გეშველებათ...
ნეტავ პირდად იცნობდეთ.
დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იმ ფრაზებს აღარ გაიმეორებდა, რასაც ახლა აფრქვევს.
დაკარგული გაქვთ ყველანაირი დარბაისლობა.
ბანდარ-ლოგს დამსგავსებულხართ, ერთმანეთს აყოლილხართ და
პირიდან მდოგვ-აჯიკა ამოგდით.
რას დამსგავსებულაო...
რას უგავს თმაო...
შემირცხვენია თქვენი კაცობა, ვინც ასეთ რამეებზე მიუთითებთ.
არადა, ძალიან ცუდი ამბები გადახდა თავს -
ყველაზე ცუდი კი, ზაზას მოტეხილი ბარძაყი და მენჯი იყო, ძლივს გაუკეთეს ოპერაცია და რკინები ჩაუდგეს ამ სიბერეში...
ნინელი კი ასეთ დროს ვერ ახერხებს ხოლმე თვითკონტროლს...
ვიცი, ნაცებო, დამპალი ძაღლის ლეშზე მეტად გეზიზღებათ ეს ადამიანი,
და არა მარტო იგი: უამრავია მისნაირი, ვინც თქვენს სათაყვანებელ პოლიტძალას
ხელიდან გამოაცალა საქართველო. უფრო სწორად, ხელი შეუწყო მავანს ამ საშურ საქმეში.
ვიცი და მესმის თქვენი... მეტი რა დაგრჩენიათ, ლანძღვა-გინების გარდა...
სოფელ-სოფელ დარბოდაო... ხალხს ატყუებდაო...
აბა, რა უნდა გელაპარაკოთ, თქვე უბედურებო?
ისიც კი არ იცით, რომ რაც უთხრეს და დააჯერეს, იმას ამბობდა ყველგან.
თქვენ თქვენს ბელადს და საყვარელ ნაცმოძრაობას მოჰკითხეთ ტყუილები!
აბა ისინი იყვნენ, თუ იყვნენ, ნაძირალა ქოსატყუილები...
ნინელი მაგათთან რა მოსატანია...
თფუ... ყველანაირი სიკეთისკენ დაგიხშოთ გზა მაგ გაბოროტებამ...
This post has been edited by ინტელიგენტი on 5 Jul 2016, 23:15