მივხვდი მეგობარო გასაგებია!

შეგნებულად არ გინდა დაინახო რომ მე ასავალ-დასავალს არ ვთვლი არჩევნებში დამარცხების მიზეზად.
არამედ, ასავალ-დასავალის აზროვნების სტილს მოსახლეობის ძირითად ნაწილში.
ჯერ კიდევ პოლიტიკური კულტურის არმქონე საზოგადოება ადვილი სამართავია და შესაბამისად
ადვილია პიროვნებების დემონიზაციაც და გაღმერთებაც...
ამ საზოგადოებამ ადვილად დაიჯერა, რომ 9 წელია ქვეყანას ანგრევენ სისხლისმმელები და კაციჭამიები.
(მე არ ვამტკიცებ რომ, ისინი იყვნენ ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ ყველაფრის ასე უტრირება გამიზნულად კეთდებოდა...) და კეთდება ახლაც!
პარალელურად გამოჩნდა თითქმის უცნობი ფილანტროპი და მეცენატი რომელმაც ერთი კუთხე ააყვავა... ათასობით ადამიანი გააბედნიერა
ამას მხარი აუბა მისგანვე დაფინანსებულმა "ინტელიგენციამ" ანუ ჭკვიანმა ხალხმა, რომლებმაც თქვეს:
ეს არის სომეხი, არანორმალური და ქვეყნის დამაქცევარი!
ბატონი ბიძინა არის, ჩვენი ერთადერთი მხსნელი გადამრჩენელი!
ახალი მესია მოვიდა, ჯერ კიდევ გაუგონარი დაპირებებით და ამ ხალხმაც დაიჯერა.
მესიამ მოყარა აბსოლიტურად ურეიტინგო, ხამი იდიოტების ჯოგი და მიიღეს ისევ იმედგაცრუება... მაგრამ
ძალიან სასარგებლო;

მალე დაინტერესდებიან დაპირებების უკან რა დგას და ისე გააკეთებენ არჩევანს---ოდესმე!
მთლიანობაში ყველაფერი იყო ერთი დიდი თამაშის ნაწილი... ხალხი კი პატარა მარიონეტები...
ეს თამაში დღემდე გრძელდება, ახლაც შუბლებს ვახეთქებთ ერთმანეთს... თამაში გრძელდება! დამთავრდება 10-15 წლის შემდეგ.
ბევრი რამ მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, ნუ ვიქნებით მარიონეტები!