მაგარია ისე, შენივე კოორდინატორი ხმას რომ არ მოგცემს.
მაგალითად მე როგორც ვქენი:
ნაცების კოორდინატორი ვიყავი 2012 -ში. ხმა ქოცებს მივეცი. ( ნაცების გადასაშენებლად მეტი გზა არ იყო, თუ არა, არ გავკარი ერთი ქოცებს )

( საჯარო სამსახურში ვიყავი და უარს ვიტყოდი კოორდინატორობაზე და ჩემი აჯობებდა, ის 2 კაპიკიც კი ავიღე ).
რას ვიზამთ, ალბათ არც იყო მთლად ლამაზი და სწორი საქციელი, მაგრამ როგორებთანაც მქონდა საქმე, მათაც ისე მოვექეცი.
თან ორმაგი აგენტი ვიყავი რა.

ერთი კვირით ( რაც კანონის დარღვევა, რომ პარტიის ( თუნდაც მთავრობაში მყოფის) გულისთვის ) უფროსმა სამსახურიდან გამათავისუფლა, თანამშრომლების, ნათესავების და მეზობლების მონაცემები უნდა მომეგროვებინა და თანაც სპეც გრაფაში უნდა მიმეთითებინა ვის უჭერდა მხარს წინასაარჩევნოდ.

მიკუზას გამოსვლაზე, ,,ქადაგებაზე'' დავყავდით ხოლმე ავტობუსებით, საჭმელ- სასმელით გვამარაგებდენენ.
ერთხელ 2 ავტობუსით თბილისში რომ წაგვიყვანეს, ( სპორტის სასახლეში მიკუზას გამოსვლა ქონდა,) 10-10 ლარი თითო კაცს 2 ცალი 5 ლარიანი, დაგვირიგეს, ჭამეთ რამეო.
აი ასეთი ამბები ხდებოდა საჯარო სამსახურებში, 2008 - 2012 წლებში, ბიძიკოებო.
This post has been edited by Zorro77777 on 8 Jul 2016, 15:33