თუ მაინც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს გუნდები,მაშინ გუნდების რაოდენობა შევამციროთ,დაფინანსება კი გავზარდოთ.
გუნდების რაოდენობის შემცირება უნდა მოხდეს რაიონების თუ ქალაქის გუნდების შერწყმით.
მაგალითად: საჩხერის "ჩიხურა" გაერთიანდეს ჭიათურის "მაღაროელთან"
პლიუსები : მაყურებლებელთა რაოდენობის ზრდა, ხარჯების ოპტიმიზაცია(2 კლუბი -ერთი მენეჯმენტი)
ჭიათურაში ითამაშებს "ჩიხურა", ბაზა ექნებათ საჩხერეში და.შ
ერთი გუნდი ითამაშებს უმაღლეს ლიგაში-მეორე კი იქნება ფარმ კლუბი, რომელიც ითამაშებს
"მოყვარულთა ლიგაში" (საიდანაც არცერთი გუნდი არ ვარდება) ამ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს ექნებათ მოტივაცია, რომ თავი გამოიჩინონ და მოხვდნენ მთავარ კლუბში.
მოყვარულთა ლიგაში ასევე შეიძლება ითამაშონ ძირითადი გუნდის იმ ფეხბურთელებმა,რომლებსაც თავში აქვთ ავარდნილი ან ფორმაში არ არიან სხვადასხვა მიზეზის გამო.
მოყვარულთა ლიგაში ფარმ-კლუბების გარდა უნდა მონაწილეობდნენ სხვა კლუბებიც
გარკვეული კრიტერიუმების გავლის შემდეგ რათქმაუნდა.
ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის პოვნა შეიძლება ამ ლიგაში.
ჭიათურის და საჩხერის გუნდები მაგალითად მოვიყვანე,თორემ ასეთივე პრინციპით შეიძლება გაერთიანდნენ
სხვადასხვა ქალაქის თუ რაიონის გუნდები. ზუგდიდი-სენაკი, წყალტუბო-ქუთაისი და ა.შ
აქ იმ გუნდებზეა ლაპარაკი რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო,თორემ დინამოს არაფერში სჭირდება.
ОАО Газпром-ოცნებები სრულდება.