2 მილიონიანი ქოხის პრეისტორია...
ქოხი 2 მილიონად (თითქმის 2 მილიონად. ავტ) „სენტა ჯგუფისთვის“ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმიდან ერთი „პატარა“ დეტალია.
ზაალ იაკობიძე: („სენტა ჯგუფის“) დამფუძნებელი: 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა ე.წ. „პიქსელი“-ს შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს ”სენტა პეტროლიუმის” და შპს ”ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოგვთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი, განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.
უარის შემთხვევაში, როგორც მან გვითხრა, მოხდებოდა ჩვენი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა. ოჯახის წევრების გაუბედურებითა და სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდა.
ყოველი მომდევნო შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებულ თანხას კეზერაშვილი ამცირებდა, რაც საბოლოოდ 22,200,000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
იძულებულნი გავხდით დაგვეთმო ბიზნესაქტივები, რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით, 3-ჯერ უფრო დაბალ ფასად კეზერაშვილის მიერ მითითებულ კომპანიებისთვის - შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზი“ - სთვის. საფუძველზე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბიზნესმენებს 22,200,000 დოლარიდან 16,000,000 დოლარი, არსებული საბანკო კრედიტის მომსახურებისა და ბიუჯეტის წინაშე, აღნიშნული ნასყიდობის გაფორმების შედეგად გამოწვეული გადასახადების დასაფარად გადაახდევინეს
დავით მიმინოშვილი: ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრებულა. 2012 წლის მაისში პროკურატურამ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს წაგვიყენა აბსურდული ბრალი და სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეგვიფარდა. გლდანის ციხეში, ისევ არნახული ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გავხდით, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ 4 000 000 ლარი გადაგვეხადა.
2012 წლის 12 ივლისს, კვლავ ზეწოლისა და პროკურატურის მითითებით, ჩვენმა კომპანიამ იძულებითი მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში, სადაც ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე 121 კვ.მ. მიწის ფართობზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობა 1 900 000 (!) ლარად შეგვაძენინეს, მაშინ როდესაც შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 8 000 ლარი გახლდათ.“
აუქციონი ქართულად - ყველაზე ძვირადღირებული ქოხი საქართველოში...
აუქციონი გაიმართა 2012 წლის 12 ივლისს. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ შპს ”ბემონი”, რომელიც წარმოდგენილი იყო მისი იურისტის მამუკა ფირანიშვილის სახით. ცხადია როგორც საქმის ადვოკატი აცხადებს, აუქციონის მომწყობი და ჩამტარებელი ჩინოვნიკები ინფორმირებულ იყვნენ თუ რეალურად რა ხდებოდა, აუქციონშიც ცხადია სხვა მონაწილეც არ ყოფილა.
ქონების საწყისი ფასი 8000 ლარი გახლდათ. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სააუქციონო კომისიის მიერ 2012 წლის 12 ივლისს მოწყობილ აუქციონზე შემოთავაზებული საფასურის 1900 000 (ერთი მილიონ ცხრაასი ათასასი) ლარის საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ბემონი" რომელსაც საკუთრებაში გადაეცა აღნიშნული ქონება
თუმცა, ამ აუქციონის თავისებურება მხოლოდ ფასი არ გახლდათ. ჯერ გადახდილ იქნა 1 900 000 ლარი სამ ეტაპად, ხოლო აუქციონი შემდეგ გამოცხადდა.
ამ დროს დავით მიმინოშვილის პარტნიორი ზაალ იაკობიძე ციხეში იჯდა. დავით მიმინოშვილი კი აუქციონის საკითხის მოსაგვარებლად გამოუშვეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დავით მიმინოშვილის აღმკვეთი ღონისძიებიდან გათავისუფლებიდან მეორე დღეს, 2012 წლის 29 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის სტაჟიორის მიხეილ ჯინჯოლიას 2012 წლის 29 ივნისის #13/27582 წერილის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უზრუნველყოფის ანგარშიზე, დავით მიმინოშვილის სახელზე შეტანილი 990,000 ლარიდან 900,000 ლარი „ბე"-ს სახით, თანხის დანიშნულება: „აუქციონის წესით გასაყიდი ქონება" გადაირიცხა ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში.
2012 წლის 4 ივლისის საგადახდო დავალებით დავით მინინოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 720 000 ლარი, დანიშნულებით აუქციონის წესით გასაყიდი ქონების ღირებულება
2012 წლის 5 ივლისის საგადახდო დავალებით დავით მინინოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტს გადაურიცხა 280 000 ლარი, დანიშნულებით აუქციონის წესით გასაყიდი ქონების ღირებულება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ამის შემდეგ გამოცხადდა აუქციონი რომელიც ჩატარდებოდა 2012 წლის 12 ივლისს 17:00 საათზე და რომლის შესაბამისად აუქციონზე გამოტანილ იქნა სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკის შენობა მიწა - 121 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა 97 კვ.მ. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 8000 ლარი, „ბიჯი" საწყისი გასაყიდი ფასის 10%. „ბე" ნაკვეთის ღირებულების 30% ანუ 2400 ლარი.
http://www.ipress.ge/new/36687-qokhi-2-mil...gadatsyvetileba