eeelllooo
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21817
წევრი No.: 125884
რეგისტრ.: 12-January 11
|
#48456437 · 28 Jul 2016, 17:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისე, ჩემ შესაშინებლად მოვიდა ვიღაც ერთხელ. ათი წლის მიტოვებულ სოფელში ავედი, დამხვდა ყველაფერი გაპარტახებული - ყველაფერი დაპარული, ღობე მთლიანად შემორღვეული, მავთულის ბადეები მოარღვიეს და ისიც მოიპარეს - სახლის კარი გატეხილი და აღარ იკეტებოდა, შუშაბამდი ცალეწილი... გადავწყვიტე დავრჩენილიყავ მომპარავების ჯიბრზე და თვეების ბავშვი დავიტოვე, დანარჩენები ქალაქში გავუშვი, რამდენიმე დღე მაცალეთ, მოვაწესრიგებ აქაურობას, ტქვენ ესა და ეს ჩამოიტანეთ და ჩამოდით-მეთქი. მოკლედ, მე და თვეების ბალღს მოგვიწია მარტო დარჩენა სახლში, სადაც არც ფანჯარა იყო, არც კარები, ეზოს ღობე არ ჰქონდა და უახლოესი მეზობელი 200-300 მეტრის იქით უნდა ცხოვრებულიყო, მაგრამ იმათაც მიტოვებული ჰქონდათ სახლი. ერთი პატარა ტრანზისტორი მქონდა, ელემენტებიანი, იმით ვიგებდი ამბებს და, ზუსტად 12 საათზე, საპატრიარქოს რადიოზე შუაღამის ლოცვები რომ დაიწყო, ზედ ჩვენი ლოგინის ქვეშ იატაკზე კაკუნ-ბრახუნი ატყდა. ვიფიქრე, ვითაღის ძროხა შებოდიალდა კარებმოხსნილ სარდაფში-მეთქი და დავიკიდე. იბრახუნა, იბრახუნა ასე და კი მივხვდი, არაა ეს ძროხა, ადამიანია, მაგრამ თუ ასე უხარია ბრახუნი, იბრახუნოს, ბალღს ისეთი ჯანმრთველი ძილი აქვს, მაინც ვერ გააღვიძებს-მეთქი. ცოტა ხანში გახსნილ დარაბებზე დაიწყო ბრახუნი ჯოხით, ხან კენჭები შემოაგდო სახლში. ავდექი ჩუმად, კედელ-კედელ წავედი, სიბნელეს ამოვეფარე და ცერად ვუყურებდი მთვარის შუქზე, ვიღაც ვერზილა ჯოხით როგორ მიბრახუნებდა. ვერ ვიცანი, ან რას ვიცნობდი, ათი წელი არ ვყოფილვარ იმ სოფელსი. ბოლოს გავძახე, ვინ ოხერი ხარ და რა ჯანდაბა-გინდა-მეთქი. ხმა არ გამცა და ეგრევე გაიქცა. მეორე დღეს რამდენიმე სოფლელს ვუთხარი, ეგრე და ეგრე იყო ჩემი ამბავი და აბა, გამიგეთ ერთი ვინ იყო და რა უნდოდა-თქო.
გამიგეს - იმავე სოფლის მცხოვრები იყო, ერთ-ერთი იმათგანი, ვინც განგებ აპარტახებდა ამ სახლს, უცხოვრებელს გავხდით და გაყიდიან, თანაც იაფად და ჩვენ ვიყიდითო.
მოკლედ, მე იმ ღამეს ხომ მეძინა, მეორე ღამესაც კოხტად მეძინა, და, საერთოდ, ამ ამბავს ჩემზე სულ არ უმოქმედია, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ადამიანების სიბრიყვეს კიდე რომ არა აქვს.
აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დრწმუნებული ვარ, რაღაც ეშმაკის მანქანა იხმარა ვიღაცამ, ამდენ ხალხს თავზარი რომ დასცა, თორემ, შანსი არაა, ხალხი ასე დამფრთხალიყო. შეიძლება მასკა და ჩაცმულობა სცემს ხალხს თავზარს, შეიძლება სხვა რამე, თორემ მაგ სტანდარტული ადამიანივით რომ გამოიყურებოდეს, ვერვის შეაშინებდა. როგორც მე ვერ შემაშინა იმ ტიპმა.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|