მაგაში გეთანხმები, ეგ ეგრე უნდა გაკეთდეს, სასოფლო-განაშენიანებული ნაწილი ერთია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მეორე. სოფლებს შიგნით სახლის აშენება პრობლემა არ უნდა იყოს, ანუ შენს შემთხვევაში, მშენებლობის უფლება არ უნდა შეგეზღუდოს. თუმცა, მეორეა: არცერთ სოფელში თბილისის გარშემო და არც "დაჩებზე" კანალიზაცია არ არის.
სახელმწიფომ ამდენი ახალი სოფელი დაჩა და უბანი კანალიზაციით უზრუნველყოს - გამორიცხულია, ამას საქართველოს ბიუჯეტი არ ეყოფა, თბილისის კი არა. ანუ ყველას ვისაც სახლის აშენება უნდა, წესით ვალდებულება უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სეპტიკური - გამწმენდი სისტემა დაამონტაჟოს (რაც არც ისე იაფია თან ამ ინდივიდუალური სისტემების კონტროლიც ძნელია). . . და ეს მხოლოდ ერთი მცირე პრობლემაა ახალი ინდივიდუალური სახლების მშენებლობის. . .
ანუ ჩაკეტილი წრეა რა: ქალაქი არ მოგვწონს გარემოს დაბინძურების გამო და ამიტომ დაჩებს ვიშენებთ, რითიც უფრო ვაბინძურებთ გარემოს.

გამოსავალია ქალაქის ცენტრალური რაიონების დაცვა დაბინძურებიდან, მათ შორის დაჩების შეზღუდვით და ბუნებრივი გარემოს აღდგენით. ხალხი ქალაქში უნდა დაბრუნდეს საცხოვრებლად, თორემ ქალაქი უარესად დაბინძურდება.
თან დაჩაზე წასვლა გამოსავალი არაა, სამუშაოდ თუ სასწავლებლად ისევ ქალაქში უნდა დაბრუნდე და საწამლავი უნდა ისუნთქო
ამ საკითხს არცერთი მთავრობა არ ეხება, ყველანი პოპულისტები არიან რეალურად და ლიჟბი ხალხი არ გაანაწყენონ, (არა უბრალოდ მოქალაქეები, ძირითადად, "დეველოპერები") და საკუთარ დედას გაყიდიან. ესენიც იფაფხურებენ და მიატოვებენ დიდი ალბათობით ამ საქმეს. . .ცოდნაც არ ყოფნით და ფრაგმენტულად და უაზროდ უდგებიან, არა მეთოდურად.
* * *
abes7771) თუ შენი უფლება შეიზღუდა, შენ უნდა უჩივლო და კომპენსაცია მოითხოვო და გეკუთვნის კდეც.
2) ვინც ნებართვა გასცა მშენებლობაზე, ის იყო კრიმინალი ან სულ მცირე არაკომპეტენტური, რადგან ქალაქისთვის საზიანო ნებართვა გაიცა.
3) ვინც ეს ტერიტორიები გაყიდა ან ვინც სამშენებლო ნებართვების საშუალება გასწა სარეკრეაციო ზონაში (ან სასოფლო ტერიტორიებს საცხოვრებელი ზონა მიანიჭა) ეგენიც იყვნენ მავნებლები და არიან მავნებლები.
3) ყველა ეგეთი კერძო ნაკვეთი (რომელთა პატრონებიც სახლის აშენებას გეგმავენ) რომ განაშენიანდეს ქალაქი ეკოლოგიური და გეგმარებითი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. მე მაქვს ნანახი 600კვარდატებად დაყოფილი ტერიტორიების რუკა. . .წარმოიდგინე რომ მთელი დიდგორი, კოჭრის და წავკისის ველები და კრწანისი, მთლიანად 1სართულიანი სახლებია და არა მთები. . . არ ვაჭარბებ, ეგეთი სურათია. . .
ანუ სადღაც ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას?

ვიცი რო რთული საკითხია, ჩემთვისაც რთულია, მეც მაქვს ნაკვეთი. . . მაგრამ მაინც. . )
This post has been edited by lemona on 31 Aug 2016, 14:42