#52243477 · 24 Feb 2018, 11:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ჩალის ფასად ამოფხეკავენ თუ სადმე რამე კაჟის საბადოებია, გადაამუშავებენ და მიღებულ სილიციუმს სუფთა სახით გაგზავნიან ჩინეთში ელექტრონული კომპონენტების (ტრანზისტორები, მიკროსქემები და ა.შ.) დასამზადებლად... რომლებსაც ისევ ჩვენ ვიყიდით სხვადასხვა საოჯახო თუ არასაოჯახო ტექნიკის სახით ასმაგ ფასებში, ვიდრე ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში იქნებოდა... |
+1 ადგილობრივი წარმოების განვითარებაა საჭირო. საბოლოო პროდუქტამდე უნდა გადავამუშაოთ და ნედლეულის სახით არაფერი არ უნდა გავყიდოთ, მაგრამ რა, ქართველ "ბიზნესმენებს" ურჩევნიათ ჩინეთში და თურქეთში გაყიდონ ნედლეული და იქ გადამუშავებულ/დამზადებული ნაწარმი ასჯერ ძვირად მოგვყიდონ. ამ დროს კი ისევ ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა ზიანდება. არა მხოლოდ იმით, რომ უფრო ძვირს ვიხდით ვიდრე აქ დამზადების შემთხვევაში დაჯდებოდა, არამედ იმით, რომ ადგილობრივი წარმოება სამუშაო ადგილებს შექმნიდა და დღეს, სწორედ ეს ადგილები იკარგება... * * * სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტები უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს და არა კერძო კომპანიებს. მიწისქვეშა წიაღისეული და საბადოები უნდა იყოს სახელმწიფოს მფლობელობაში. ამ ყველაფერს ეკონომიკის სამინისტრო უნდა განაგებდეს. რესურსები უნდა აითვისოს ქვეყანამ და ამ ქვეყანაშივე უნდა დამზადდეს საბოლოო პროდუქტი. სხვა შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკა წინ ვერ წავა. * * * ყველა მომსახურების სფეროზეა გადასული და არავის ახსოვს წარმოება. სურთ თავიანთი ერთი ლარით ასი ლარი იშოვონ და ავიწყდებათ რომ ამით ქვეყანა ზიანდება. * * * ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს ათვისებული. საკუთარ სამყოფ საკვებ პროდუქტებსაც კი ვერ ვაწარმოებთ "მიწათმოქმედთა" ქვეყანაში.
--------------------
Memento mori
|