ვინც დადგამს ევროპაში ფეხს, ის უკან აღარ წავა.
ვერ წარმოგიდგენია რამხელა თანხებთან და პრობლემებთანაა დაკავშირებული (მუსლიმი) ლტოლვილების უკან გაშვება.
ჯერ უნდა დაადგინო რა ქვეყნებიდან არიან (უმრავლესობას საბუთები არ აქვს და თუ არ იცი რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ვერსად ვერ გააბრუნებ),
მერე შეუძლიათ ექიმებისგან ავადმყოფობის ცნობის მიღება და ამ შემთხვევაში ეკრძალება სახელმწიფოს ასეთი პირებისთვის გამგზავრების დაძალება,
ეს ცნობები შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოიტანონ,
შემდეგ ქვეყნები, საიდანაც ლტოლვილები არიან, უარს აცხადებენ საკუთარი მოქალაქეების უკან მიღებაზე,
თუ ყველაფერი მაინც მოგვარდა, შემდეგ უკვე ადგილობრივი კომუნისტი-მემარცხენეები ჯაჭვებს აკეთებენ ლტოლვილების საცხოვრებლის წინ და არ აკარებენ პოლიციას,
ერთხელ, ორჯერ, შეიძლება ათჯერ ჩაიშალოს ასე ლტოლვილების უკან გაშვება და ხარჯები არის ძალიან მაღალი..
დრო გადის, თვეებისა და წლების მერე უკვე ლტოლვილების ბავშვები ბაღებსა და სკოლებში მიდიან და უკვე დარჩენის სტატუსის მიღების შანსი აქვს მთელ ოჯახს..
ერთი კვირის წინანდელი ამბავია -
3 ლტოლვილის გერმანიიდან უკან გაბრუნება ბიუჯეტს 125 000 ევრო დაუჯდა.
ქურდბაცაცები იყვნენ სამივენი, ამიტომაც ცალკე თვითმფრინავის დაქირავება მოუწია შინაგან საქმეთა სამინისტროს,
რადგან ჩვეულებრივი თვითმფრინავის პილოტები უარს აცხადებენ (საშიში) ლტოლვილების გადაყვანაზე,
ამ სამ კაცს უნდა გააყოლოს სახელმწიფომ აუცილებლად ექიმი და რამდენიმე პოლიციელი, რათა რამე არ მოხდეს მგზავრობისას,
საბოლოოდ სამი კაცის გერმანიიდან გაშვება კი არა გაგდება 125 ათასი ევრო დაჯდა.
http://www.welt.de/politik/deutschland/art...5-000-Euro.htmlმაგრამ ეს ყველაფერი არაა, ამას ემატება პრო-ლტოლვილების ორგანიზაციები, რომლებისთვისაც ეს კრიზისი უდიდესი შანსია, ძალიან ბევრი ფული ტრიალებს,
უკვე ერთი დიდი ინდუსტრიაა ეს ლტოლვილების საქმე.
უი, ხო, მერე ჩივილები სასამართლოში და მრავალწლიანი პროცესები
მოკლედ მუსლიმი ვინც ჩამოდის, რჩება ევროპაში და ჩამოჰყავს დამატებით საშუალოდ 4-5 კაცი (მეუღლე, შვილები, მშობლები)
This post has been edited by იონათან on 15 Jul 2016, 21:24
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif