ევროპისკენ სწრაფვა ევროპაში სწავლას და მუშაობას ნიშნავს ან საქმის კეთებას ?

აქ რომ მინდა სწავლა, მუშაობა და ცხოვრება ისე რომ აქაური უნივერსიტეტები არაფრით ჩამორჩებოდნენ
მსოფლიოში აღიარებულებს, ცხოვრების დონე განვითარებულ ქვეყნებს და ა.შ მაგიტომაც ვცდილობ იმ ხალხს მოვუსმინო
რომლებმაც ეგ უკვე შეძლეს და მოახერხეს, მათი გამოცდილება გავიზიარო და განვლილი გზა.
ხვალ სხვა სახელმწიფო გააკეთებს ამათზე უკეთესს და იმათი გამოცდილება უნდა გავიზიაროთ და ა.შ, მუდმივი პროცესია სანამ
იმ დონეზე არ მივალთ რომ უკვე აქეთ მოგვბაძონ.
როცა არჩევანი გაკეთდა ერეკლეს დროს ჩაჟმულ თათრებსა და ევროპულ რუსეთს შორის ეგეც იგივე პროცესი იყო და აქამდე მოვედით.
დღესაც იგივეა და ხვალაც იგივე იქნება. მაშინდელ საქართველოს რომ არცერთისკენ აეღო გეზი ფიზიკურად არ იარსებებდა. დღეს იგივე
არჩევანი გვაქვს ცივილიზებულ მსოფლიოსა და სხვა დანარჩენს შორის, რუსეთის ჩათვლით. ერთ ადგილზე დგომაც დაღუპვის ტოლფასია.