სავარაუდოდ და აი პარტიის ლიდერიც ეთანხმება მას.
თამაზ მეჭიაური: ნატო საკუთარ წევრებს ვერ იცავს და ჩვენ დაგვიცავს?!
პარტიის „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ბოლოდროინდელი ტერაქტები ნატო-ს სისუსტეზე მიუთითებს.
როგორც მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ნატო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ვერ იცავს და ცდილობს, დაპირისპირების ახალ-ახალი კერები გააჩინოს.
რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მეჭიაურის თქმით, ალიანსი ცდილობს საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს.
„აშკარად ჩანს, რომ ნატო საკუთარი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ვერ იცავს და რა თქმა უნდა, ის ვერც ჩვენ დაგვიცავს რაიმე საფრთხისგან. ეს კავშირი ცდილობს, დაპირისპირების ახალ-ახალი კერები გააჩინოს. მე არ ვიცი ეს ყველაფერი ნატო-ს დასასრულია თუ არა, მაგრამ აშკარაა, რომ ნატო სუსტია. საქართველო ნატო-სკენ ისედაც არ მიდის, ჩვენ მხოლოდ ამის იმიტაციას ვაკეთებთ. პირიქით, ეს კავშირი ცდილობს ჩვენთან შემოვიდეს და ჩვენი ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. გარდა ამისა, მათ ჩვენი ჯარისკაცები ჭირდებათ იქ, სადაც წესით მათ უნდა იბრძოლონ“, - აცხადებს მეჭიაური.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
http://epn.ge/index.php?id=27545ე.ი. ამის აზრით ნატოს ბრალია ვიღაცა ტერორისტი ტრაილერით რომ შევარდა ხალხში და ეს თამაზა ოცნების წევრი იყო?
This post has been edited by lasha1997 on 17 Jul 2016, 02:55